ინჟინერ-კონსტრუქტორი - ელექტრიკოსი

სახ. სამხედრო სამეცნიერო ცენტრი დელტა

სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა" აცხადებს ვაკანსიას ინჟინერ-კონსტრუქტორის (ელექტრიკოსი) პოზიციაზე - პირის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმების მიზნით. კატეგორია: საინჟინრო-ტექნიკური; ანაზღაურება: დარიცხული ხელფასი 700-დან 2290 ლარამდე (პროფესიული უნარების და სამუშაო გამოცდილების შესაბამისად); ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი ორგანიზაცია ეძებს მოტივირებულ თანამშრომელს, რომელსაც ექნება შესაძლებლობა თავისი ცოდნა და გამოცდილება გამოიყენოს ეროვნული სამხედრო, სამრეწველო კომპლექსის განვითარების საქმეში. მიღების შემთხვევაში თანამშრომელი უზრუნველყოფილი იქნება კორპორატიული დაზღვევით; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება (ინჟინერიის მიმართულებით); ** სამუშაო გამოცდილება: შესაბამის სფეროში არანაკლებ 2 წლის სამუშაო გამოცდილება. ** ​ელექტრო-სქემების პროექტირების უნარები და მეთოდები; ** საკონსტრუქტორო დოკუმენტაციის შექმნის და გაფორმების სტანდარტები, მეთოდიკა და ინსტრუქციები; ** გამოსაყენებელი მასალები და მათი თვისებები; ** თანამედროვე გამოთვლითი ტექნიკის, კომუნიკაციის, კავშირის საშუალებების და ავტომატიზირებული პროექტირების სისტემების საფუძვლების ცოდნა; ** კომპიუტერის ძირითადი საოფისე პროგრამების, აგრეთვე CAD პროგრამებიდან ერთ-ერთის: CATIA V5, Auto CAD, Mechanical Desktop, Solid Works ცოდნა; ** სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა. უნარები: ** გუნდური მუშაობა და თანამშრომლობა; ** სწრაფვა მუდმივი განვითარებისკენ; ** ცვლილებებისადმი ადაპტაცია; ** კომუნიკაბელურობა; ** პროფესიონალიზმი; ** პროდუქტიულობა; ** ხარისხზე ორიენტირება; ** კონფიდენციალურობის დაცვა. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV ქართულ ენაზე) გამოგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: hr@delta.gov.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ინჟინერ კონსტრუქტორი (ელექტრიკოსი)", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 27/05/2020
ბოლო ვადა: 26/06/2020

მსგავსი ვაკანსიები: