ინფორმატიული ტექნოლოგიების მენეჯერის თანაშემწე

აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა

შ.პ.ს. „აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა“ აცხადებს ვაკანსიას ინფორმატიული ტექნოლოგიების მენეჯერის თანაშემწის პოზიციაზე  

  ძირითადი მოვალეობები:

  • შემოსული საკითხების მიღება, დამუშავება და დახარისხება პრიორიტეტების მიხედვით;
  • ოპერაციული სისტემა Windows-ის ინსტალაცია, რეინსტალაცია და ტექნიკური პრობლემების მოგვარება
  • Microsoft-ის და სხვა პოპულარული საოფისე პროგრამების ინსტალაცია, კონფიგურაცია და ჰქონდეს მომხმარებლის მხარდაჭერის უნარი;
  • პერიფერიული მოწყობილობების მიერთება და კონფიგურაცია (მათ შორის ქსელური);
  • შიდა ქსელის პრობლემების მოგვარება;
  • დაზიანებული კომპიუტერის დიაგნოსტიკა და ნაწილის შეცვლა.

 

  საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • საშუალო სპეციალიზირებული განათლება ან კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის  გამოცდილება;
  • ძირითადი კომპიუტერული პროგრამების ცოდნა, მომხმარებლის დონეზე.
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;  

პიროვნული უნარ–ჩვევები:

  • ორგანიზებულობა
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
  • კომუნიკაბელურობა
  • პუნქტუალურობა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ,  მოგვაწოდოთ CV   ფოტოსურათით 2020 წლის 20 მარტამდე.   შემდეგ საფოსტო მისამართზე: Sveta.Sloeva@Bochorishvili.ge ;  საკონტაქტო პირი სვეტა სლოევა.  

  შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 08/03/2020
ბოლო ვადა: 20/03/2020

მსგავსი ვაკანსიები: