ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი

ევექსის ჰოსპიტლები

„ევექსის ჰოსპიტლები“ აცხადებს ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტის ვაკანსიას თბილისში.

 

„ევექსის ჰოსპიტლები“ ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ი. ბოკერიას სახელობის რეფერალური ჰოსპიტალი, ქინძმარაულის I შესახვევი

სამუშო გრაფიკი: 8 საათიანი 5 სამუშაო დღე

 

ძირითადი მოვალეობები:

  • საინფორმაციო-ტექნოლოგიური ხასიათის ინციდენტებზე (ხარვეზებზე) დროული რეაგირება, ხარვეზების აღრიცხვა, კონტროლი, მონიტორინგი;
  • კომპიუტერული ტექნიკის პროგრამული უზრუნველყოფა;
  • პერიფერიული მოწყობილობების (პრინტერი, სკანერი და სხ.) ინსტალაცია, გამართვა;
  • სხვადასხვა პროგრამული პაკეტების ინსტალაცია შესაბამისი პოლიტიკის დაცვით;
  • კომპანიის მიერ შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალირება;
  • კომპიუტერული და ქსელური პრობლემების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა;
  • შიდა რეგულაციების დანერგვაში მონაწილეობა და შესრულება;
  • უშუალო უფროსისა და კოორდინატორის მიერ მითითებული სხვადასხვა დავალების შესრულების უზრუნველყოფა, რაც პირდაპირ ან არაპირდაპირ არის დაკავშირებული მის საქმიანობასთან.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სავალდებულო საშუალო განათლება;
  • სასურველია უმაღლესი განათლება;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • სასურველია დიდ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება;
  • Microsoft Windows ოპერაციული სისტემების (7,10) ცოდნა;
  • Microsoft კლიენტ აპლიკაციების Office 2013, 2016 ცოდნა;
  • დისტანციური დახმარების პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება.

 

დამატებითი მოთხოვნები:

  • ყურადღება და დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
  • დროის ეფექტურად გამოყენება;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • პრობლემების იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრის უნარი
  • მონაცემთა ბაზებთან მუშაობის უნარი;
  • ცვალებად გარემოში სწრაფი ადაპტაციის უნარი.

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 4 ივლისი, 2020 

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evexhospitals.ge/ka/vacancy/informaciuli-teqnologiebis-specialisti/461

 

„ევექსის ჰოსპიტლები“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 23/06/2020
ბოლო ვადა: 04/07/2020

მსგავსი ვაკანსიები: