ინფორმაციული ტექნოლოგიების სერვის დესკ ოპერატორი

ტექნეტი

კომპანია "ტექნეტი" აცხადებს ვაკანსიას ინფორმაციული ტექნოლოგიების სერვის დესკ ოპერატორი / IT Service Desk Operator (ცხელი ხაზის ოპერატორის) პოზიციაზე. საკვალიფიკაციო მოთხოვნები/ფუნქციები: ** IT სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; ** ქსელური ინფრასტრუქტურის ბაზისურ დონეზე მხარდაჭერა; ** Active Directory-სთან მუშაობის გამოცდილება; ** Microsoft-ის ტექნოლოგიებთან მუშაობის ტექნიკური გამოცდილება; ** პასიური ქსელის მოწყობა, გამართვა; ** შიდა ტელეფონთან (აიპი) მუშაობის გამოცდილება; ** საოფისე პროგრამების ცოდნა, Windows 7/8/8.1/10 ინსტალაცია-კონფიგურაცია; ** ენების ცოდნა: ქართული, ინგლისური, რუსული ** "აპექსის" პროგრამული უზრუნველყოფის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; ** საბეჭდი სისტემების მხარდაჭერის ცოდნა; ** დაზიანებული ოპერაციული სისტემების დიაგნოსტიკა და აღდგენა; ** პასუხის გაცემა შემოსულ ზარებზე, მომხმარებლებთან ურთიერთობის უზრუნველყოფა; ** მოთხოვნებისა და ინციდენტების რეგისტრაცია და შემდგომი რეაგირება; ** მომხმარებლების ინფორმირება მიმდინარე მოთხოვნის სტატუსის შესახებ და სამუშაოების მიმდინარეობის თაობაზე; ** მოთხოვნის პირველადი შეფასება, მცდელობა დამოუკიდებლად მოაგვაროს აღნიშნული პრობლემა ან მოახდინოს გადამისამართება შესაბამის მომსახურების დონეზე; ** ექსკალაციის და მონიტორინგის პროცედურების განხორციელება; ** მიწოდებული მომსახურების მიმდინარეობის და მათში ჩართული სისტემების კონტროლი, მოსალოდნელი პრობლემების იდენტიფიკაცია, მათი პრევენცია ან მოგვარების მიზნით სწორი მითითების გაცემა; ** ინციდენტის ციკლის მართვა, ლიკვიდაციის დადასტურების ჩართვით, ინციდენტის დახურვა და მომხმარებელთან შეთანხმება დახურვის ფაქტის შესახებ; ** ცალკეული მომსახურების დონეების მცირედი ცვილებების შესახებ მომხმარებელთან ერთობლივი დაგეგმვა და განხორციელება; ** მართვითი ინფორმაციის წარდგენა და წინადადებების მომზადება მომსახურების გაუმჯობესების შესახებ; ** პრობლემების იდენტიფიკაცია (ინციდენტის წარმოქმნის მიზეზი); ** მომხმარებლის ინფორმირება სწავლების და ტრენინგების საჭიროების შესახებ; ** ინფორმირება მომსახურების გაუმჯობესების საჭიროების შესახებ; ** ინციდენტების მართვის პროგრამულ უზრუნველყოფაში მუშაობის გამოცდილება; მოვალეობები: ** მომხმარებლის მხარეს არსებული ყველა ტიპის პრობლემის მოგვარება; ** კომპიუტერების ტექნიკური გაუმართაობის დადგენა/დიაგნოსტიკა, აღმოფხვრა; ** უკაბელო წვდომის წერტილების კონფიგურაცია, მონტაჟი; ** აიტი ინციდენტების დამოუკიდებლად მოგვარება; ** მიწოდებული აიტი სერვისების მიმდინარეობის და მათში ჩართული სისტემების კონტროლი, მოსალოდნელი პრობლემების იდენტიფიკაცია, მათი პრევენცია და მოგვარება; ** პრობლემების იდენტიფიკაცია (ინციდენტის წარმოქმნის მიზეზი); ** ინფორმირება მომსახურების გაუმჯობესების საჭიროების შესახებ; ** ინციდენტებზე დროული და ეფექტური რეაგირება; პიროვნული თვისებები: ** მომხმარებელზე ორიენტირებულობა; ** კომუნიკაციის კარგი უნარი; ** ბიზნესის მიზნების ცოდნა; ** პირველი დონის (უმაღლესი კლასის) მომსახურების (სერვისები) მიწოდებისკენ მისწრაფება. ** გუნდური მუშაობის უნარი; ** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი; ** კრეატიული და ანალიტიკური აზროვნება; ** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი; ** პასუხისმგებლობის გრძნობა. სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე 09:30-დან 19:00-მდე სახელფასე განაკვეთი განისაზღვრება: 1000-დან 1300 ლარამდე (დარიცხული). დაინტერესებულმა პირებმა თქვენი რეზიუმე გამოგზავნეთ შემდეგ მისამართზე: hr@technet.ge გისურვებთ წარმატებებს!


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 30/06/2020
ბოლო ვადა: 29/07/2020

მსგავსი ვაკანსიები: