ინფორმაციული ტექნოლოგიების სერვის დესკ ოპერატორი

სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო

სსიპ "ლევან სამხარაულის სახელობის - სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო" 2004 წლის 4 ნოემბერს ჩამოყალიბდა. ექსპერტიზის ბიურო წარმოადგენს სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულებას, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს და მისი საქმიანობა რეგულირდება საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით დამტკიცებული დებულებით და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე. ბიუროს მომსახურებით სარგებლობენ, როგორც სახელმწიფო და საბიუჯეტო ორგანიზაციები, ასევე კერძო სტრუქტურები, კომერციული და არაკომერციული დაწესებულებები და სხვა იურიდიული თუ ფიზიკური პირები. ბიუროში მოქმედებს საექსპერტო მომსახურების ფიქსირებული გადასახადი, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით. პოზიცია: ინფორმაციული ტექნოლოგიების სერვის დესკ ოპერატორი (ცხელი ხაზის ოპერატორის) პოზიციაზე. საკვალიფიკაციო მოთხოვნები/ფუნქციები: ** IT სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; ** ქსელური ინფრასტრუქტურის ბაზისურ დონეზე მხარდაჭერა; ** Active Directory-სთან მუშაობის გამოცდილება; ** Microsoft-ის ტექნოლოგიებთან მუშაობის ტექნიკური გამოცდილება; ** შიდა ტელეფონთან (აიპი) მუშაობის გამოცდილება; ** საოფისე პროგრამების ცოდნა, Windows 7/8/8.1/10 ინსტალაცია-კონფიგურაცია; ** ენების ცოდნა: ქართული, ინგლისური, რუსული ** საბეჭდი სისტემების მხარდაჭერის ცოდნა; ** დაზიანებული ოპერაციული სისტემების დიაგნოსტიკა და აღდგენა; ** პასუხის გაცემა შემოსულ ზარებზე, მომხმარებლებთან ურთიერთობის უზრუნველყოფა; ** მოთხოვნებისა და ინციდენტების რეგისტრაცია და შემდგომი რეაგირება; ** მომხმარებლების ინფორმირება მიმდინარე მოთხოვნის სტატუსის შესახებ და სამუშაოების მიმდინარეობის თაობაზე; ** მოთხოვნის პირველადი შეფასება, მცდელობა დამოუკიდებლად მოაგვაროს აღნიშნული პრობლემა ან მოახდინოს გადამისამართება შესაბამის მომსახურების დონეზე; ** ესკალაციის და მონიტორინგის პროცედურების განხორციელება; ** მიწოდებული მომსახურების მიმდინარეობის და მათში ჩართული სისტემების კონტროლი, მოსალოდნელი პრობლემების იდენტიფიკაცია, მათი პრევენცია ან მოგვარების მიზნით სწორი მითითების გაცემა; ** ინციდენტის ციკლის მართვა, ლიკვიდაციის დადასტურების ჩათვლით, ინციდენტის დახურვა და მომხმარებელთან შეთანხმება დახურვის ფაქტის შესახებ; ** ცალკეული მომსახურების დონეების მცირედი ცვლილებების შესახებ მომხმარებელთან ერთობლივი დაგეგმვა და განხორციელება; ** მართვითი ინფორმაციის წარდგენა და წინადადებების მომზადება მომსახურების გაუმჯობესების შესახებ; ** პრობლემების იდენტიფიკაცია (ინციდენტის წარმოქმნის მიზეზი); ** მომხმარებლის ინფორმირება სწავლების და ტრენინგების საჭიროების შესახებ; ** ინფორმირება მომსახურების გაუმჯობესების საჭიროების შესახებ; ** ინციდენტების მართვის პროგრამულ უზრუნველყოფაში მუშაობის გამოცდილება; ** მომხმარებლის მხარეს არსებული პრობლემის მოგვარება; ** კომპიუტერების ტექნიკური გაუმართაობის დადგენა/დიაგნოსტიკა, აღმოფხვრა; ** აიტი ინციდენტების დამოუკიდებლად მოგვარება; ** ინციდენტებზე დროული და ეფექტური რეაგირება; უნარები: ** მომხმარებელზე ორიენტირებულობა; ** კომუნიკაციის კარგი უნარი; ** ბიზნესის მიზნების ცოდნა; ** პირველი დონის (უმაღლესი კლასის) მომსახურების (სერვისები) მიწოდებისკენ მისწრაფება. ** გუნდური მუშაობის უნარი; ** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი; ** კრეატიული და ანალიტიკური აზროვნება; ** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი; ** პასუხისმგებლობის გრძნობა. სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე 09:00-დან 19:00-მდე, შაბათს: 10:00დან - 16:00 მდე სახელფასე განაკვეთი განისაზღვრება: 1300-დან 1500 ლარამდე საკონტაქტო პირი: ანა ივანიშვილი aivanishvili@expertiza.gov.ge


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 08/03/2020
ბოლო ვადა: 28/03/2020

მსგავსი ვაკანსიები: