ინფექციის კონტროლის ექთანი

თბილისის ცენტრალური საავადმყოფო

შპს „თბილისის ცენტრალური საავადმყოფო“ აცხადებს ვაკანსიას ინფექციის კონტროლის ექთნის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ჩაჩავას 1

 

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

  • ინფექციების კონტროლის სისტემის შემუშავება/დანერგვა და შესრულების მონიტორინგი;
  • ექთნების საქმიანობის კონტროლი ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობისა და ინფექციის კონტროლის მიმართულებით წინასწარ დადგენილი პრინციპებისა და პროტოკოლების მიხედვით;
  • ნოზოკომიური ინფექციების გავრცელების პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა და მართვა;
  • სანიტარულ-ჰიგიენური, ასეპტიკისა და ანტისეპტიკის წესების შემუშავება, დანერგვა და მონიტორინგი;
  • საოპერაციო მასალების, თეთრეულის, ჰაერის, ნაცხების, კედლის, აპარატურის სტერილობის ლაბორატორიული კონტროლის განხორციელება;
  • სანიტარულ-ჰიგიებური ნორმების კონტროლი კლინიკის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად;
  • ინფექციის კონტროლის/ხარისხის დოკუმენტაციის და მონაცემთა ბაზის წარმოება;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება  

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სამედიცინო განათლება;
  • ინფექციის კონტროლის ექთნის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 (ორი) წლიანი გამოცდილება;
  • სანიტარული ნორმების დაცვის წესების და პროცედურების ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • MS Office-ს მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
  • მოწესრიგებულობა;
  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობა.

 

დაინტერესებულმა პირებმა მოგვაწოდეთ რეზიუმე შემდეგ ელ-მისამართზე: hr@vivomedical.ge

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 15 ივლისი.

გისურვებთ წარმატებებს!


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 15/07/2020
ბოლო ვადა: 15/07/2020

მსგავსი ვაკანსიები: