LOT.ge
ინდივიდუალური ანაზღაურების მენეჯერი
პსპ დაზღვევა
სს "პსპ დაზღვევა" აცხადებს ინდივიდუალური ანაზღაურების მენეჯერის თანამდებობაზე ვაკანსიას.
ძირითადი მოვალეობები:
- დაზღვეული მომხმარებლის კონსულტირება, მათი დაკვალიანება/ინფორმირება;
- დაზღვეულთა თანხის ანაზღაურებისათვის საჭირო დოკუმენტაციის მიღება, ანალიზი, პროგრამაში აღრიცხვა;
- დაზღვეულთა თანხის ანაზღაურებაზე გადაწყვეტილების მიღება გარკვეული ლიმიტის ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი სამედიცინო განათლება
- სადაზღვევო სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
პიროვნული თვისებები და უნარები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- თავაზიანობა და დიპლომატიურობა;
- დამარწმუნებლობა და კარგი არგუმენტაციის უნარი;
- პუნქტუალობა და აკურატულობა;
- კონფლიქტური სიტუაციების დარეგულირების უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@ipsp.ge და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 10 აპრილი
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 14/03/2020
ბოლო ვადა: 10/04/2020