IB პროგრამის მათემატიკის მასწავლებელი

ბრიტანულ-ქართული აკადემია

ბრიტანულ-ქართული აკადემია 2020-2021 აკადემიური წლისთვის აცხადებს ვაკანსიას IB პროგრამის მათემატიკის მასწავლებელის პოზიციაზე.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • IB პროგრამის მიხედვით სწავლება საბაზო და საშუალო საფეხურზე;
  • მოსწავლეების ჩართვა შემოქმედებით და მრავალფეროვან გაკვეთილებში;
  • პოზიტიური, სასწავლო გარემოს შექმნა და მოსწავლეების აკადემიურ და სოციალურ განვითარებაზე ზრუნვა;
  • მშობლებთან კომუნიკაცია მოსწავლეთა აკადემიური პროგრესისა და სხვა სასწავლო საკითხების შესახებ;
  • კლასგარეშე ღონისძიებების და აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
  • აკადემიის პროფესიული განვითარების პროგრამებში აქტიური ჩართულობა;

 

სავალდებულო კვალიფიკაცია და უნარები:

  • შემოქმედებითობა, ახალი იდეებისა და ინიციატივებისათვის მზაობა;
  • თბილი, მზრუნველი, გულღია და სამართლიანი დამოკიდებულება მოსწავლეების მიმართ;
  • სკოლაში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • კარგი ორგანიზაციული და დროის მართვის უნარები;
  • სწავლისა და სწავლების პროცესში მრავალფეროვანი მეთოდების გამოყენების უნარი;
  • მასწავლებლის კვალიფიკაცია;
  • ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა.
  • სასურველია IB პროგრამის სწავლების გამოცდილება.

 

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნოთ აპლიკაციის შევსებული ფორმა ელექტრონულ ფოსტაზე: bga@bga.ge  არაუგვიანეს 2020 წლის 8 მაისისა.  სათაურში გთხოვთ მიუთითოთ "IB პროგრამის მათემატიკის მასწავლებელი".

გაითვალისწინეთ, რომ განცხადებები აპლიკაციის ფორმის გარეშე არ განიხილება. გასაუბრებაზე დაბარებულნი იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 09/04/2020
ბოლო ვადა: 23/04/2020

მსგავსი ვაკანსიები: