ჰუალინგის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში/თიზ ინვესტორების მოზიდვის აღმასრულებელი

Hualing Group

ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა (თიზ), რომელიც ფუნქციონირებს 2015 წლიდან, წარმოადგენს “ჰუალინგ ჯგუფის” ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საინვესტიციო პროექტს საქართველოში.  ჰუალინგის თიზ-ის  მიზანია შექმნას ეკონომიკური საქმიანობისათვის ხელსაყრელი გარემო ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორებისთვის. ამასთან, ხელი შეუწყოს რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას, უმუშევრობის შემცირების, კაპიტალისა და ტექნოლოგიების მოზიდვის ხარჯზე.

 

ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა (თიზ) აცხადებს ვაკანსიას:

ვაკანსიის დასახელება: ჰუალინგის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში (თიზ) ინვესტორების მოზიდვის აღმასრულებელი

 

სამუშაო ადგილი:

  • ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის თბილისის ოფისი

 

თიზ-ში ინვესტორების მოზიდვის აღმასრულებელი აქტიურად არის ჩართული და კოორდინირებას უწევს ადგილობრივი და უცხოეთის მიზნობრივი ბაზრების მოზიდვას ჰუალინგის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში.

კერძოდ,

  • პოტენციური კლიენტების მოძებნა, როგორც ადგილობრივ ბაზრებზე, ისე უცხოეთის მიზნობრივ ბაზრებზე და მათთან კომუნიკაცია ჰუალინგის თიზ-ში მოზიდვის მიზნით
  • პირდაპირი კომუნიკაცია პოტენციურ კლიენტებთან და მათი ჰუალინგის თიზ-ში მოზიდვა
  • დაინტერესებულ კლიენტებთან ერთად ობიექტზე ვიზიტი ფართების ადგილზე დათვალიერების მიზნით
  • დაინტერესებული და ვიზიტორი კლიენტებისთვის პროექტის პრეზენტაცია
  • უკვე არსებული კლიენტების მონაცემთა ბაზის შექმნა / ბაზის მართვა და სრულყოფილი კონტროლი
  • არსებულ კლიენტებთან სისტემატური კოორდინაცია და კომპეტენციის ფარგლებში დახმარების აღმოჩენა
  • კომპანიის კომერციულ დეპარტამენტში, საჭიროებისამებრ, გაყიდვების, ანალიტიკის და ფინანსების სფეროში სხვადასხვა დამხმარე ფუნქციების განხორციელება
  • ჰუალინგის თიზ-ში, ინვესტორთა სხვადასხვა მომსახურებებზე, შეთავაზებათა პაკეტის შექმნა / განვითარება და კოორდინაცია

 

ძირითადი მოთხოვნები:

განათლება:

  • უპირატესობა მიენიჭება  განათლებას ეკონომიკის / მარკეტინგის / ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში
  • სასურველია, ეკონომიკის, მათ შორის, სამრეწველო სექტორის, მინიმუმ, საბაზისო ცოდნა
  • ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა
  • თურქული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

 

გამოცდილება:

  • სასურველია, მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
  • უცხოელ ბიზნესმენებთან საქმიანი ურთიერთობების და კომუნიკაციის  (როგორც ვერბალური, ისე წერითი) გამოცდილება

 

საჭირო უნარ-ჩვევები:

  • პირდაპირი და არაპირდაპირი გაყიდვების უნარები
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი, მონაცემთა ბაზების შექმნისა და მართვის უნარი
  • სხარტი აზროვნების და ახალი მიმართულებების სწრაფი ათვისების უნარი
  • პუნქტუალური, შრომისმოყვარე, ენერგიული

 

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე მისამართზე:  hr@hualing.ge 2020 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით. გთხოვთ  სათაურის ველში  აუცილებლად მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.

 

კანდიდატები გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

  • შერჩევა მიღებული განაცხადებისა და რეზიუმეების საფუძველზე
  • გასაუბრება 2 ეტაპად
  • შედეგებიდან გამომდინარე, საბოლოო კანდიდატის გამოვლენის მიზნით, შესაძლებელია, ჩატარდეს ტესტირება

 

გისურვებთ წარმატებებს!


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 17/09/2020
ბოლო ვადა: 30/09/2020

მსგავსი ვაკანსიები: