HR პარტნიორი რუსთავში

რეტკო

შპს „რეტკო“ აცხადებს ვაკანსიას HR პარტნიორის პოზიციაზე.

 

შპს “რეტკო” ქ. რუსთავში არსებული, საშუალო და დაბალი ძაბვის ელექტროგამანაწილებელი მოწყობილობების მწარმოებელი ლიდერი კომპანიაა საქართველოში.

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • რეკრუტინგის საჭიროებების განსაზღვრა ორგანიზაციის განვითარების გეგმიდან და ამოცანებიდან გამომდინარე;
  • რეკრუტინგის გეგმის შედგენა და განხორციელება;
  • ახალი თანამშრომლების კომპანიაში ადაპტაციის წესის შემუშავება და დანერგვა;
  • ამოცანების დასახვის და შესრულებული სამუშაოს შეფასების, კომპანიის საჭიროებაზე მორგებული სისტემის იდენტიფიცირება და დანერგვა ორგანიზაციის მასშტაბით;
  • საკვანძო პოზიციების/თანამშრომლების იდენტიფიცირება, მათი საჭიროებების განსაზღვრა, კომპეტენციების ამაღლების/პროფესიული და კარიერული განვითარების ინდივიდუალური გეგმის შემუშავება და კომპანიის მენეჯმენტის მხარდაჭერა განვითარების გეგმის განხორციელებისას;
  • სხვადასხვა რგოლის მენეჯერების მხარდაჭერა, დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვის, უკუკავშირის და შეფასების პროცესში, საჭიროებიდან გამომდინარე;
  • შრომით ურთერთობებში სამართლებრივი საკითხების შეფასება და გადაწყვეტა/რეკომენდაციების გაცემა;
  • განვითარების შესაძლებლობების აღმოჩენა და ცვლილებების მხარდაჭერა;
  • ანგარიშგება.

 

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, სოციალური მეცნიერების სფეროში და/ან ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით;
  • მსგავს ინდუსტრიაში (ინფრასტრუქტურული პროექტები, ინდუსტრიული მშენებლობა) მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება ადამიანური რესურსების მენეჯერის პოზიციაზე;
  • აუცილებელია რუსული ენის სრულყოფილი ცოდნა
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა
  • რუსთავში სრულ განაკვეთზე მუშაობის მზაობა
  • უპირატესობა მიენიჭება რუსთავში ან რუსთავთან ახლოს მცხოვრებ კანდიდატებს

 

პიროვნული უნარები:

  • პრიორიტეტების განსაზღვრის, საჭიროებების შეფასების, პრობლემის გადაჭრის, ორგანიზების და დროის ეფექტიანი მართვის უნარი;
  • კარგი კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • კონკურენტულ ანაზღაურებას
  • სასიამოვნო სამუშაო გარემოს

 

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@retco.ge («subject»-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება). რეზიუმეს გამოგზავნის ბოლო ვადაა 2020 წლის 15 ივნისი.


სრული განაკვეთი
რუსთავი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 24/05/2020
ბოლო ვადა: 15/06/2020

მსგავსი ვაკანსიები: