LOT.ge
ჰორეკა გაყიდვების მენეჯერი
რედიქს თრეველი
კომპანია „რედიქს თრეველი“ აცხადებს ვაკანსიას ჰორეკა გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე
კომპანია „რედიქს თრეველი“ 2005 წლის მარტში შეიქმნა და საქართველოს ერთ-ერთი მსხვილი ჰოლდინგის, „რედიქს ჯგუფის“, წევრია. „რედიქს თრეველი“ მომხმარებელს ეფექტიან, საიმედო და ხარისხიან, სრულ ტურისტულ მომსახურებას სთავაზობს, რომელიც გათვლილია და მორგებულია ყოველ ცალკეულ შემთხვევაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- შესაბამისი მეთოდების გამოყენებით გაყიდვების უზრუნველყოფა და მათი მუდმივი კონტროლი;
- კლიენტების მოძიება, ეფექტური გეგმის შედგენა კორპორაციული გაყიდვების გაზრდის მიზნით;
- მჭიდრო ურთიერთობის დამყარება ტურისტულ კომპანიებთან და ინტენსიურ კონტაქტზე ყოფნა;
- არსებული და პოტენციური კლიენტების რაოდენობის ზრდა და მათთან ჯანსაღი ურთიერთობის შესანარჩუნებლად მაღალი ხარისხის სერვისის შეთავაზება;
- სხვადასხვა გამოფენებზე და სემინარებზე დასწრება ინფორმაციის მოპოვების მიზნით
- პროდუქციის რეკლამირება, ბიზნეს კავშირების გაფართოება, კომპეტენციის გაღრმავება;
- არსებული კორპორაციული და ტურისტული კომპანიების მონაცემთა ბაზის რეგულარულად განახლება;
- ფასწარმოქმნაში აქტიური მონაწილეობის მიღება და კონკურენტი კომპანიების ფასებისა და სტრატეგიის რეგულარულად კვლევა;
- მიზნობრივი სეგმენტის მოთხოვნების იდენტიფიცირება და მათი გადახდისუნარიანობის განსაზღვრა;
- კომპანიის პროდუქტების სრულყოფილად ცოდნა და კონკურენტი კომპანიების აქტივობასთან დაკავშირებით ინფორმაციის მოძიება; ახალი ოფერების და პროდუქტის წარმოქმნის ინიცირება;
- შიდა და გარე მოლაპარაკებების წარმართვა შესაბამისი გზებით, რათა ხელი შეეწყოს მომგებიანი ბიზნესის განვითარებას და მყარი ურთიერთობების შენარჩუნებას;
- ბიზნეს ანალიზის და რეპორტების შესრულება;
- სოციალური მედიის სხვადასხვა გვერდების საშუალებით შემოსულ შეტყობინებებზე რეაგირება და კომუნიკაციის წარმოება;
- შესაბამისი საშუალებებით პრომო აქციების, ქონთენთის დაგეგმვა და იმპლემენტაცია მარკეტინგის ჯგუფთან თანამშრომლ;
მოთხოვნები:
- ტურისტულ სფეროში მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება;
- რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
პიროვნული თვისებები:
- გუნდური მუშაობის უნარი
- ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი;
- დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
- დროის მენეჯმენტი;
- დეტალებზე ორიენტირებული
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hr@redix.ge
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 11/03/2020
ბოლო ვადა: 08/04/2020