გუნდის ხელმძღვანელი და ანგარიშვალდებული პირი კახეთში

HEKS-EPER

HEKS/EPER (www.eper.ch) ახორციელებს განვითრებაზე ორიენტირებულ პროექტებს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. საქართველოში ორგანიზაცია ფინანასურ და ტექნიკურ თანადგომას უწევს ადგილობრივ პარტნიორ ორგანიზაციებს იმ ინიციატივების განხორციელების პროცესში, რომლებიც ორიენტირებულია სოფლისა და რეგიონის განვითრებაზე, შემოსავლის ზრდასა და მშვიდობის აღდგენაზე. 

HEKS-EPER Georgia მონაწილეობს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ  ”რძის მოდერნიზაციისა და ბაზარზე წვდომის (DIMMA)” პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ ტენდერში, კახეთის რეგიონში. 

ამ პროექტის ფარგლებში, HEKS-EPER Georgia ეძებს კანდიდატებს შემდეგი თანამდებობებისთვის: 

გუნდის ხელმძღვანელი და ანგარიშვალდებული პირი   

 

მოთხოვნები:

  • ხარისხი მეცხოველეობაში, სოფლის მეურნეობის ფინანსებში, სოფლის განვითარებაში, აგრობიზნესში, სოფლის მეურნეობის ეკონომიკაში, ერთ-ერთ ზემოაღნიშნულ სფეროში მინიმუმ 7 წლიანი მუშაობის გამოცდილებით, რთული მრავალფუნქციური დავალებების ხელმძღვანელობის დადასტურებული გამოცდილებით; 
  • აგრობიზნესში კერძო ინვესტიციების იდენტიფიკაციისა და მხარდაჭერის დადასტურებული უნარი. უპირატესობა ენიჭება კონკრეტულ გამოცდილებას რძის პროდუქტების წარმოებისა და რეალიზაციის ჯაჭვში; 
  • დადასტურებული სამუშაო გამოცდილება კერძო სექტორში (ფერმერობა, დამუშავება და ა.შ.), კოოპერატივებსა და მცირე ფერმებში, მდგრადი, ურთიერთხელსაყრელი საბაზრო კავშირების შესაქმნელად; 
  • გამოცდილება საჯარო და კერძო სექტორში, კერძოდ აგრობიზნესის საგრანტო პროექტებში ინვესტირებისთვის საერთაშორისო დონორებთან მუშაობაში;  
  • დადასტურებული ძლიერი ენთუზიაზმი კლიენტების დასახმარებლად მომგებიანი და მდგრადი საწარმოების შექმნაში, რომელიც ხელს უწყობს სოფლად მცხოვრებ ღარიბ მოსახლეობას;  
  • ძლიერი კოორდინაციის, კონტაქტების დამყარებისა და ურთიერთობის ჩამოყალიბების უნარები; 
  • ინგლისურ და ქართულ ენაზე შესანიშნავი ზეპირი და წერითი კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები; 
  • დაძაბულ გარემოში მუშაობისა და სამუშაოს დროული შესრულების უნარი.  

 

სამუშაო ადგილი - კახეთი, საქართველო. 

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ CV მეილზე: tata.zenaishvili@heks-eper.org  , არა უგვიანეს 2020 წლის 20 აგვისტოსა.

გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ იმ პოზიციის სახელწოდება რომელზეც აგზავნით განაცხადს. 


სრული განაკვეთი
გურჯაანი ,  თელავი ,  ლაგოდეხი ,  სხვა
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 07/08/2020
ბოლო ვადა: 20/08/2020

მსგავსი ვაკანსიები: