გრეიფერული ხიდურა ამწის მემანქანე რუსთავში

ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია

ჰაიდელბერგცემენტ ჯგუფი მსოფლიოს მასშტაბით სამშენებლო მასალების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია, რომელსაც მოწინავე პოზიცია უკავია ინერტული მასალების, ცემენტის და ბეტონის წარმოების საერთაშორისო ბაზარზე.   

2006 წლის ბოლოს ჰაიდელბერგცემენტმა განახორციელა პირველი ინვესტიცია კავკასიის რეგიონში და შეიძინა  აქციები საქართველოში ცემენტის წარმოების წამყვან კომპანიებში (შპს "საქცემენტის" რუსთავისა და კასპის ცემენტის ქარხნები, შპს "ქართული ცემენტი"). ჰაიდელბერგცემენტ საქართველო ჰაიდელბერგცემენტის საერთაშორისო ჯგუფის  შვილობილი კომპანიაა, რომელიც ქვეყნის მაშტაბით ახორციელებს ევროპული სტანდარტით ცემენტისა და ბეტონის წარმოებას. ადგილობრივად იგი ფლობს 4 ცემენტის და 12 ბეტონის ქარხანას. კომპანია ადგილობრივი ბაზარის ლიდერია ცემენტისა და ბეტონის წარმოების მიმართულებით.  

 

შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“ აანონსებს ვაკანსიას რუსთავის ცემენტის ქარხანაში, გრეიფერული ხიდურა ამწის მემანქანის პოზიციაზე. 

 

ძირითადი მოვალეობები და წარმატების ფაქტორები:  

  • ამწის სწორი ექსპლუატაცია; 
  • ძრავის ჩართვა-გამორთვა და მისი კონტროლი; 
  • ცვლის გადაბარებისას უსაფრთხოების ჟურნალში არსებული დარღვევების დაფიქსირება; 
  • გრეიფერულ ხიდურ ამწეზე დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება; 
  • ამწის ოპერირებისას მასალის უსაფრთხო გადატანა; 
  • ნაყარი ნედლეულის გადატანის წესების ცოდნა; 
  • კლინკერისა და დანამატების დასაწყობება წინასწარგანსაზღვრულ ადგილებზე; 
  • ტექნოლოგიური დისციპლინის ზედმიწევნით დაცვა; 
  • წისქვილების მკვებავი ბუნკერების დროული შევსება ნახევარფაბრიკატებით; 
  • სარკინიგზო ვაგონების დაცლა; 
  • რკინიგზის ტრანსპორტისა და ავტომანქანების დატვირთვა; 
  • (საჭიროების შემთხვევაში) მცირე საზეინკლო და ელექტრო სამუშაოების ჩატარება; 
  • სამუშაო ადგილზე სისუფთავის დაცვა. 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • გრეიფერული ხიდური ამწის მართვის მოწმობა; 
  • აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; 
  • სასურველია ამწე მოწყობილობების მოწყობისა და უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის ცოდნა; 

 

პიროვნული უნარ-ჩვევები: 

  • სამუშაო პროცედურების ორგანიზებულად შესრულება; 
  • დეტალების მიმართ ყურდღებიანი;  
  • თანმიმდევრული. 

 

თუ თქვენი უნარები და გამოცდილება შეესაბამება ჩვენი ვაკანსიის მოთხოვნებს, გამოგზავნეთ რეზიუმე მისამართზე: vacancy@heidelbergcement.ge 

არაუგვიანეს მიმდინარე წლის 12 ივნისისა. 

გისურვებთ წარმატებებს და ველით თქვენთან თანამშრომლობას! 


სრული განაკვეთი
რუსთავი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 30/05/2020
ბოლო ვადა: 12/06/2020

მსგავსი ვაკანსიები: