გრძივი სწავლების სუპერვაიზერი

საქართველოს უნივერსიტეტი

საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლა აცხადებს ვაკანსიას გრძივი (longitudinal) სწავლების სუპერვაიზერის  თანამდებობაზე.

 

 

ძირითადი მოთხოვნები

  • უმაღლესი სამედიცინო განათლება;
  • სასურველია ჯანდაცვის სისტემაში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (არანაკლებ 3 წელი);
  • სწავლებისა და ტრეინინგების  ჩატარებისა და კურსების ფორმირების გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა (არანაკლებ B2 დონე);
  • სამედიცინო განათლებისა და დასაქმების რეგულაციების ცოდნა;

 

ფუნქცია-მოვალეობები

  • გრძივი (longitudinal) სწავლებით მისაღწევი შედეგებისა და კომპეტენციების   შეფასებითი ანალიზი  სამეცნიერო და კლინიკური უნარების პორტფოლიოების მიხედვით.   პერიოდული ანგარიშისა და ანგარიშგების მომზადება;
  • სამედიცინო განათლების მეთოდოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა განმავითარებელი და შემაჯამებელი პორტფოლიოების მიხედვით, სწავლება/სწავლისა და შეფასების სპეციფიკის  გათვალისწინებით;
  • გრძივი (longitudinal) სწავლების აკადემიური პერსონალისა  და მედიცინის პროგრამაში  ჩართული სხვა სპეციალისტების  გუნდური მუშაობის ხელშეწყობა;
  • კლინიკური უნარების სწავლების ხელშეწყობა ადამიანის სხეულის სტრუქტურისა და ფუნქციის ლაბორატორიაში, OSCE -ის ცენტრში, ბიოსამედიცინო და სიმულაციურ ლაბორატორიებსა და  ,,მედიცინის თეატრში“;
  • კვლევითი პროექტების განხორციელების ხელშეწყობა და კოორდინირება საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ბიოსამედიცინო მეცნიერებებსა და კლინიკურ მედიცინაში;
  • გრძივი (longitudinal) სწავლების  კოორდინირებისა და ხელშეწყობისათვის  შესაბამისი ოპერაციული საქმიანობის განხორციელება.

 

 

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა 2021 წლის 22 აპრილის ჩათვლით შემდეგ ელ-ფოსტაზე,  vacancy@ug.edu.ge  სათაურის ველში მიუთითეთ: გრძივი (longitudinal) სწავლების სუპერვაიზერი ;

 

საქართველოს უნივერსიტეტი არის ყველაზე დიდი კერძო უნივერსიტეტი საქართველოში, რომელიც ემსახურება 6000-მდე ქართველ და საერთაშორისო სტუდენტს. UG-ს მრავალფეროვანი და პროგრესული გუნდი 1000-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს.

ჩვენს აკადემიურ პერსონალს ვთავაზობთ:

  • მოქნილ სამუშაო გრაფიკს
  • კონკურენტულ ანაზღაურებას
  • სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობის შეთავსებას
  • სამეცნიერო საქმიანობის ხელშეწყობას და დამატებით ჯილდოებს სამცენიერო აქტივობებში
  • პროფესიული განვითარების ხელშეწყობას
  • ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას
  • უსაფრთხო სამუშაო გარემოს
  • უახლეს საოფისე ტექნოლოგიებს

სრული ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: https://ug.edu.ge/public/

 

 

საქართველოს უნივერსიტეტის გუნდი აღიარებს რა პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობას, პერსონალური მონაცემის დამუშავებისას უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, მათ შორის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვას.

 

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს უნივერსიტეტის მიერ დამუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები, რათა დადგინდეს ვაკანტურ პოზიციასთან თქვენი შესაბამისობა. პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება  წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ვადით, კანდიდატის შესახებ დასაქმებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებამდე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

გისურვებთ წარმატებას!


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 17/04/2021
ბოლო ვადა: 22/04/2021

მსგავსი ვაკანსიები: