გრაფიკული დიზაინერი

ვაბაკო

"ვაბაკო" სწრაფად მზარდი, დინამიური კომპანიაა მეგობრული კოლექტივითა და სასიამოვნო სამუშაო გარემოთი. ჩვენი გუნდი აერთიანებს ტექნიკური, კრეატიული და ბიზნეს უნარების მქონე, განსხვავებულ პროფესიონალებს. მზად ვართ მოტივირებულ და შრომისმოყვარე ადამიანებთან თანამშრომლობისათვის. ვეძებთ გრაფიკულ დიზაინერს, რომელიც დაგვეხმარება კომპანიის ციფრული არხებისათვის ვიზუალური მასალების მომზადებაში. ძირითადი სამუშაო: ** ციფრულ არხებში განსათავსებელი ვიზუალური მასალების შექმნა; ** სარეკლამო მასალების დიზაინის შექმნა; ** საბეჭდი მასალების ვიზუალის შექმნა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** შესაბამის პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება; ** Photoshop-ისა და Illustrator-ის კარგი ცოდნა. პირობები: ** სამუშაო გრაფიკი - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-დან 18:00-მდე; ** ანაზღაურება: 1, 000 - 1, 500 ლარი ხელზე; ** ჯანმრთელობის დაზღვევა. თქვენ მიერ ჩვენთან გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს "ვაბაკოს" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 3 წლის ვადით. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე და პორტფოლიო (წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადები არ განიხილება) ელექტრონულ მისამართზე: jobs@vaba.co და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: Graphic Designer

1000 1500 GEL / ყოველთვიური
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 02/07/2020
ბოლო ვადა: 01/08/2020

მსგავსი ვაკანსიები: