გერმანულენოვანი მომსახურების მენეჯერი

ლაიმ კონსალტინგი

ომპანია „Lime Consulting” აცხადებს ვაკანსიას გერმანულენოვანი მომსახურების მენეჯერის პოზიციაზე.

 

თუ გერმანულ ენას ფლობთ და დაინტერესებული ხართ გაყიდვებში მუშაობით, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე. განვიხილავთ როგორც გამოცდილ კანდიდატებს, ასევე დამწყებ სპეციალისტებს ვისაც სურვილი აქვს თავი გამოცადოს ახალ სფეროში.

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • მომხმარებლისთვის პროდუქციის შესახებ კონსულტაციის გაწევა;
  • შემომავალი კორესპონდენციის განხილვა;
  • კომპანიის პროდუქტების არსებული მომხმარებლებისთვის შეთავაზება და გაყიდვა;
  • საჭიროებისამებრ ინფორმაციის მიწოდება სხვა დეპარტამენტებში;

 

საკვალიფიკაციო გამოცდილება და უნარები:

  • გერმანულად გამართული მეტყველების და წერის უნარი;
  • დარწმუნების უნარი;
  • მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • სამუშაო გამოცდილება აუცილებელი არ არის, თუმცა მისასალმებელია;

 

რას გთავაზობთ:

  • ფიქსირებული ანაზღაურება 1000 ლარი + ბონუსი;
  • სამედიცინო დაზღვევა;
  • სამუშაო გრაფიკი: სამშაბათი- შაბათი, 12:00-დან 21:00-მდე;
  • მეგობრული და თბილი კორპორატიული გარემო;
  • კორპორატიული სწავლება;
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობა.

 

ჩვენი გუნდი მზად არის გაგიზიაროთ და გასწავლოთ კომპანიაში არსებული მუშაობის სპეციფიკა. ჩვენთან შეგეძლებათ შეისწავლოთ ის მნიშვნელოვანი უნარები რაც შემდგომი საქმიანობისთვის დაგჭირდებათ.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: hr-tbilisi@limecs.net და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "გერმანულენოვანი მომსახურების მენეჯერი".

1000 GEL / ყოველთვიური
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 08/03/2020
ბოლო ვადა: 28/03/2020

მსგავსი ვაკანსიები: