გერმანულენოვანი დისტანციური/ვირტუალური ასისტენტი

MyTalent.io

გერმანულენოვანი დისტანციური/ვირტუალური ასისტენტი (VA) ვინ ვართ ჩვენ? ჩვენ შესახებ mytalent.io არის დისტანციური მუშაობის გერმანულენოვანი დასაქმების სააგენტო. კორონავირუსის გამო ჩვენს პარტნიორ კომპანიებს გერმანიაში ესაჭიროება მეტი ვირტუალური ასისტენტი. ამიტომ ახალ ვაკანსიებს გთავაზობთ. ჩვენთან არ უნდა იარო ყოველდღიურად ოფისში და შეგიძლია ჩვენი პარტნიორი კომპანიებისთვის სახლიდან გაუსვლელად იმუშავო. დასაქმდი ჩვენთან, იზრუნე ერთდროულად შენს შემოსავალზე და საზოგადო უსაფრთხოებაზე. რა არის დისტანციური/ვირტუალური ასისტენტობის (VA) სპეციფიკა? სახლიდან გაუსვლელად საკუთარი კომპიუტერით უზრუნველყოფთ გერმანიაში კლიენტების მომსახურების მხარდაჭერას. ვირტუალური თანაშემწის / ასისტენტის მოვალეობები და პასუხისმგებლობა: ვირტუალური ასისტენტი ასრულებს სხვადასხვა სახის ადმინისტრაციულ და კრეატიულ ამოცანებს, როგორიცაა მაგალითად: ** საკონტაქტო სიების და სამომხმარებლო ბაზების მართვა ** კლიენტების გრაფიკების ორგანიზება ** კლიენტებსა და მათ მომხმარებლებს შორის შეხვედრების დაგეგმვა ** საჭიროების შემთხვევაში მოგზაურობის ორგანიზება ** მომწოდებლებთან და კლიენტებთან კომუნიკაცია და კოორდინაცია ** კორესპონდენციის გაწევა და აუდიო მასალის წერილობით ფორმაში გადატანა ** შეთავაზებებისა და შეხვედრის მასალების მომზადება, ორგანიზება და გადაგზავნა ** ორენოვანი (ინგლისური/გერმანული) მასალის თარგმნა ** საგადასახადო საკითხების და ბუღალტრული ანგარიშგების შემოწმება ** კლიენტის მოთხოვნის მოგვარება ტელეფონით და იმეილით მიმოწერის საშუალებით ** სიახლეების გამოქვეყნება ** ინტერნეტ ბაზრის კვლევა ** ვებ-საიტისა და ბლოგის შემუშავება და რეგულარული დახვეწა ** სოციალური მედიის მართვა კომპანიებისთვის რას ვეძებთ? აუცილებელი მოთხოვნები: ** გერმანული ენისა და გრამატიკის ცოდნა ** დროის ეფექტური მართვა და საქმის ხარისხიანი შესრულება ** საკუთარი ლეპტოპის ქონა სწრაფ ინტერნეტთან წვდომით ** ინგლისურის ცოდნა არის სასურველი, თუმცა არასავალდებულო მოთხოვნა უპირატესობები თქვენთვის: ვირტუალური/დისტანციური ასისტენტობა საშუალებას მოგცემთ საკუთარი სურვილისამებრ მოირგოთ სამუშაო განრიგი თქვენთვის მოსახერხებელ ლოკაციაზე, რაც მეტ თავისუფალ დროს გაძლევთ. * საწყისი ხელფასი ფიქსირებული 1000 - 3000 ლარი თვეში დაინტერესებულმა კანდიდატებმა შეავსეთ განცხადება შემდეგ მისამართზე: https://career.mytalent.io/application/

1000 3000 GEL / ყოველთვიური
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 20/03/2020
ბოლო ვადა: 19/04/2020

მსგავსი ვაკანსიები: