გერმანულ და ინგლისურენოვანი დისტანციური/ვირტუალური ასისტენტი

MyTalent.io

"mytalent.io" არის დასაქმების სააგენტო, რომელიც ეძებს კანდიდატებს დისტანციური/ვირტუალური სამუშაოსთვის, რათა ასისტენტობა გაუწიონ გერმანულენოვან მომხმარებლებს. რა არის დისტანციური/ვირტუალური ასისტენტობის (VA) სპეციფიკა? სახლიდან გაუსვლელად საკუთარი კომპიუტერით უზრუნველყოფთ საზღავრგარეთ მყოფი, "mytalent.io"-ს პარტნიორი კომპანიების მხარდაჭერას. ვირტუალური თანაშემწის/ასისტენტის მოვალეობები და პასუხისმგებლობა: ვირტუალური ასისტენტი ასრულებს სხვადასხვა სახის ადმინისტრაციულ და კრეატიულ ამოცანებს, როგორიცაა მაგალითად: ** საკონტაქტო სიების და სამომხმარებლო ბაზების მართვა; ** კლიენტების გრაფიკების ორგანიზება; ** კლიენტებსა და მათ მომხმარებლებს შორის შეხვედრების დაგეგმვა; ** საჭიროების შემთხვევაში მოგზაურობის ორგანიზება; ** მომწოდებლებთან და კლიენტებთან კომუნიკაცია და კოორდინაცია; ** კორესპონდენციის გაწევა და აუდიო მასალის წერილობით ფორმაში გადატანა; ** შეთავაზებებისა და შეხვედრის მასალების მომზადება, ორგანიზება და გადაგზავნა; ** ორენოვანი (ინგლისური/გერმანული) მასალის თარგმნა; ** საგადასახადო საკითხების და ბუღალტრული ანგარიშგების შემოწმება; ** კლიენტის მოთხოვნის მოგვარება ტელეფონით და იმეილით მიმოწერის საშუალებით; ** სიახლეების გამოქვეყნება; ** ინტერნეტ ბაზრის კვლევა; ** ვებ-საიტისა და ბლოგის შემუშავება და რეგულარული დახვეწა; ** სოციალური მედიის მართვა კომპანიებისთვის. მოთხოვნები: ** გერმანული ენისა და გრამატიკის ცოდნა - მინ. C1 დონე; ** ინგლისური ენისა და გრამატიკის ცოდნა - მინ. C1 დონე; ** დროის ეფექტური მართვის უნარი და საქმის ხარისხიანი შესრულება; ** საკუთარი ლეპტოპის ქონა სწრაფ ინტერნეტთან წვდომით; უპირატესობები: ** ვირტუალური/დისტანციური თქვენთვის მოსახერხებელ ლოკაციაზე; ** სურვილის შემთხვევაში თავისუფალი გრაფიკი; ** როგორც სრული ისევე არასრულ განაკვეთზე მუშაობის შესაძლებლობა; ** საწყისი ანაზღაურება 800-1600 ევრო თვეში დაინტერესდით? მაშინ მიყევით ბმულს და შეავსეთ განაცხადი: https://osourced.is/de/jobs/virtuelle-assistenten-deutsch-und-englischsprachig-gesucht/


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 27/11/2020
ბოლო ვადა: 26/12/2020

მსგავსი ვაკანსიები: