გეოდეზისტი სამეგრელოსა და აფხაზეთში
ენერგონი
ს.ს. „ენერგორნი“ ყოფილი „საქენერგორემონტი“ (ჰიდროენერგეტიკული სამშენებლო კომპანია 1956 წლიდან) აცხადებს ვაკანსიას გეოდეზისტის პოზიციაზე
სამუშაო პირობები
სამუშაო ადგილი:
- სამეგრელო
- აფხაზეთი
ფუნქცია-მოვალეობები:
- ყოველდღიური გეოდეზიური აზომვების განხორციელება შესასრულებელი და შესრულებული სამუშაოებისათვის და შესაბამისი ნახაზების მომზადება
- მიწის სამუშაოების დაგეგმვა და განხორციელება
- მიწის სამუშაოების პერიოდული შემოწმებების / ინსპექტირებების (CFI) ორგანიზება და ზედამხედველ ინჟინერთან კომუნიკაცია
- მიწის სამუშაოთა მოცულობების დათვლა
- პერიოდული გეოდეზიური მონიტორინგის განხორციელება სხვადასხვა ნაგებობებისათვის
- ქვეკონტრაქტორის მიერ მოწოდებული შესრულებული სამუშაოების მოცულობების შემოწმება და შესაბამისობის დადგენა
- მუდმივი და დროებითი რეპერების განსაზღვრა და დაგეგმარება
- ნახაზში მითითებული და არსებული რელიეფის შედარება და შესაბამისობის / განსხვავებების განსაზღვრა
- პროექტისთვის საჭირო არსებული გრუნტების რეზერვების ყოველთვიური აზომვა და ანგარიშის მომზადება
ძირითადი მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება სამშენებლო სფეროში - მინიმუმ 3 წელი
- GPS და ტაქეომეტრით მუშაობის სრულყოფილად ცოდნა
- Autocad პროგრამების კარგად ცოდნა
- საოფისე პროგრამები (Word; Excel; Outlook)
- სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (კომუნიკაციის დონეზე)
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- სამუშაოს შესრულების მართვა
- დაგეგმვა და ორგანიზება
- პასუხისმგებლობის გრძნობა
- დეტალებზე ორიენტირებულობა
- გუნდურობა
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე vacancy@energony.ge და წერილის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება და სასურველი ლოკაცია . განცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 25 დეკემბერი 2020 წ.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ სს „ენერგონმა“დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 2 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი განიხილოს სხვა პოზიციაზეც.
სრული განაკვეთი
ზუგდიდი , სოხუმი , სხვა
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 26/11/2020
ბოლო ვადა: 24/12/2020