გენერალური დირექტორის თანაშემწე

ალგანი

დაცვის კომპანია "ალგანი", რომელიც დაარსდა 2004 წელს, არის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ლიდერი კომპანია საქართველოში. დღეს "ალგანის" პორთფოლიო 6000-მდე ორგანიზაციასა და კერძო პირს მოიცავს. კომპანია ორიენტირებულია საქართველოში უსაფრთხოების თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სერვისების დანერგვასა და მიწოდებაზე. დღეისათვის ალგანში დასაქმებულია 1800-ზე მეტი ადამიანი, რომლებიც ყოველდღიურად უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას მთელი ქვეყნის მასშტაბით. დაცვის კომპანია "ალგანი" აცხადებს ვაკანსიას გენერალური დირექტორის თანაშემწის პოზიციაზე. ძირითადი ვალდებულებები: ** გენერალური დირექტორის ყოველდღიურ საქმიანობაში აქტიური ჩართულობა; ** კომპანიის სტრატეგიული გეგმის შესრულებაში მონაწილეობის მიღება; ** გენერალური დირექტორის რეგიონული და საერთაშორისო ვიზიტების დაგეგმვა და ორგანიზება; ** დაგეგმილ შეხვედრებსა და ღონისძიებებზე მონაწილეობის მიღება; ** პრეზენტაციების და სხვა საინფორმაციო მასალების მომზადება; ** გენერალური დირექტორის დავალებით სხვადასხვა სახის ინფორმაციის მოძიება, გაანალიზება და შემაჯამებელი დოკუმენტების მომზადება; ** გენერალური დირექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების და გაცემული დავალებების შესრულების შემოწმება და შემოწმების შედეგების შესახებ დირექტორის ინფორმირება; ** ფიზიკური დაცვისა და ტექნიკური სამსახურების საქმიანობაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ** თანამდებობრივი ინსტრუქციით (სამუშაო აღწერილობა) გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება. განათლება და სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება; ** უსაფრთხოების სფეროში მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება; ** ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (წერილობითი, ზეპირი); ** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა. პიროვნული უნარ-ჩვევები: ** მენეჯერული უნარები; ** ორგანიზებულობა; ** საქმის და დროის სწორად გადანაწილების უნარი; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და პრაგმატულობა; ** კონფიდენციალობა, მოწესრიგებულობა და პუნქტუალობა; ** ინტერაქციისა და კომუნიკაციის უნარი; ** პრეზენტაციის უნარი. სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 - 19:00 საათი, შაბათს 10:00 - 14:00 საათი. ხელზე ასაღები ანაზღაურება: 2000 ლარი დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@algani.ge; ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

2000 GEL / ყოველთვიური
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 08/03/2020
ბოლო ვადა: 05/04/2020

მსგავსი ვაკანსიები: