გეგმიური ქირურგიული განყოფილების უმცროსი მენეჯერი

თბილისის ცენტრალური საავადმყოფო

თბილისის ცენტრალური საავადმყოფო აცხადებს ვაკანსიას გეგმიური ქირურგიული განყოფილების უმცროსი მენეჯერის პოზიციაზე. ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, დიღმის მასივი ანაზღაურება: 550 ლარი სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი (10:00 - 17:00) ძირითადი ფუნქციები: ** პაციენტების ისტორიის გახსნა შიდა პროგრამაში; ** ჯანდაცვის სამინისტროს პორტალზე სამედიცინო მომსახურების შესახებ პირველადი შეტყობინების განთავსება; ** საჭიროების შემთხვევაში, კერძო სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობა; ** პაციენტების ფინანსური ვალდებულებების დაანგარიშება შიდა პროგრამის მეშვეობით და მათი გადამისამართება მოლარესთან; ** პაციენტის მიერ წარმოდგენილი საგარანტიო წერილების გააქტიურება; ** უფროსი მენეჯერებისთვის საანგარიშგებო დოკუმენტაციის მომზადება და მიწოდება ოპტიმალურ ვადაში; ** შიდა პროგრამაში უფროსი მენეჯერის მიერ მომზადებული ანგარიშგების ასახვა მაქსიმალური სიზუსტით; ** მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალების შესრულება უშუალო ხელმძღვანელისგან. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი სამედიცინო განათლება ან უმაღლესი სამედიცინო განათლება მენეჯმენტის მიმართულებით; განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც. ** იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 (ერთი) წლიანი გამოცდილება; ** კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯანდაცვასთან დაკავშირებული დადგენილებებისა და ბრძანებების ცოდნა; ** სამედიცინო დოკუმენტაციის ადმინისტრირების ზოგადი პრინციპების ცოდნა; პიროვნული უნარები: ** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი; ** ორგანიზებულობა; ** დეტალებზე ორიენტირება; ** პასუხისმგებლობა; ** კონფიდენციალობა. ენები: ** ქართული - გამართული საუბრის და წერის უნარი; ** ინგლისური ** რუსული ** კომპიუტერული პროგრამები: ** კომპიუტერული საოფისე პროგრამები ჩვენ გთავაზობთ: ** კარიერული წინსვლის შესაძლებლობას; ** მეგობრულ სამუშაო გარემოს; დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: vacancy@vivomedical.ge რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 10 ოქტომბერი (გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ, სათაურის ("subject") ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება). გისურვებთ წარმატებას!

550 GEL / ყოველთვიური
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 23/09/2020
ბოლო ვადა: 07/10/2020

მსგავსი ვაკანსიები: