გაზის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი

სემეკი

"საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია" აცხადებს ვაკანსიას: საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის აპარატის ბუნებრივი გაზის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი თანამდებობრივი სარგო : 3000 ლარი. ადგილების რაოდენობა : 1 მისამართი: თბილისი. ა. მიცკევიჩის ქუჩა, N19 სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი გამოსაცდელი ვადა: 6 თვე მოთხოვნები: ** საქართველოს მოქალაქე; ** ასაკი - 18 წლის; ** პროფესია: ფინანსისტი ან ეკონომისტი, ** მინიმალური განათლება: მაგისტრი; ** სამუშაო გამოცდილება: 3 წელი; კომპიუტერული პროგრამების, ოპერაციული სისტემების ცოდნა: ** Microsoft Office Word - ძალიან კარგი; ** Microsoft Office Excel - ძალიან კარგი; ** Microsoft Office PowerPoint - ძალიან კარგი; ** Microsoft Office Outlook - ძალიან კარგი; ენების ცოდნა: ** ქართული ენა - ძალიან კარგი; ** ინგლისური ენა - ძალიან კარგი; ** რუსული ენა - კარგი; დამატებითი მოთხოვნები: ** კანდიდატს უნდა ჰქონდეს არანაკლებ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსების, ეკონომიკის ან ენერგეტიკის სფეროში ბუნებრივი გაზის მიმართულებით. კანდიდატი სასურველია აკმაყოფილებდეს დამატებით მოთხოვნებს: ** აკურატულობა, ორგანიზებულობა და გუნდურობა; ** დამოუკიდებლად საკუთარი სამუშაოს და დროის დაგეგმვის უნარი; ** ფორმალური დოკუმენტების (მომხმარებლის მოთხოვნების, აღწერილობების, ინსტრუქციების) წერის ჩვევები. ფუნქციები: ** ბაზრის მონიტორინგი: ** წარმოდგენილი ანგარიშგების სრულყოფილების დადგენა; ** ანგარიშგების ფორმების განახლების საჭიროების გამოვლენა; ** წარმოდგენილი ანგარიშგების შესაბამისი ანგარიშების (ბაზრის ანალიზი) მომზადებაში, შემაფერხებელი გარემოებების გამოვლენაში და ამ გარემოების აღმოფხვრისათვის წინადადებების მომზადებაში მონაწილეობა. ** მიღებული კორესპონდენციის შესრულება: ** ბუნებრივი გაზის სექტორის ლიცენზიატებს, მიმწოდებლებსა და მომხმარებლებს შორის წარმოშობილი სადავო საკითხების კომისიის სხდომაზე განსახილველად მომზადება; ** დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე განცხადებებისა და წერილების განხილვა და მათზე რეაგირება; ** დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში კომისიის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესრულების კონტროლი. ** ქსელების განვითარების და საინვესტიციო გეგმებზე, სატარიფო განაცხადებზე დასკვნების და რეკომენდაციების მომზადებაში მონაწილეობა: ** საინვესტიციო პროექტების ეკონომიკური მიზანშეწონილობის დადგენისა და მისაწოდებელი/გასანაწილებელი/სატრანსპორტო ბუნებრივი გაზის პროგნოზირების მოდელის განახლებაში მონაწილეობა. ** განხორციელებული საინვესტიციო პროექტების შეფასება: ** შეთანხმებულ საინვესტიციო გეგმასთან შესაბამისობის კონტროლი და შესაბამისი დასკვნების მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღება; ** განხორციელებული ინვესტიციებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შესწავლა და დანახარჯების გონივრულობის შეფასების პროცესში მონაწილეობის მიღება; ** კანონმდებლობის დახვეწის პროცესში მონაწილეობა: ** მისი საქმიანობის ფარგლებში საკანონმდებლო ნაკლოვანებების გამოვლენაში მონაწილეობა; კანონქვემდებარე აქტებში ცვლილების შეტანის პროცესში, ასევე არსებულ პროექტებზე მოსაზრებების მომზადების პროცესში მონაწილეობა. ** სხვადასხვა ღონისძიებებში და პლატფორმები მონაწილეობის მიღება, პრეზენტაციების მომზადება, ინფორმაციის განახლება/გამოქვეყნების/გაცემის უზრუნველყოფა და სხვა აქტივობები ქვეყნის და საერთაშორისო დონეზე. საკონკურსო თემატიკა: ** საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ** საქართველოს კანონი "ენერგეტიკის და წყალმომარაგების შესახებ"; ** საქართველოს კანონი "ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ"; ** ბუნებრივი გაზის შიდა ბაზრისათვის საერთო წესებისა და 2003/55/EC დირექტივის გაუქმების შესახებ ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009 წლის 13 ივლისის 2009/73/EC დირექტივა; http://eurlex.europa.eu/LexUriServ/LexUriServ.do?uri=OJ:L:2009:211:0094:0136:en:PDF ** ბუნებრივი გაზის გადამცემ ქსელზე დაშვების პირობებისა და №1775/2005 (EC) რეგულაციის გაუქმების შესახებ ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009 წლის 13 ივლისის №715/2009 (EC) რეგულაცია; http://eur-lex.europa.eu/LexUriServ/LexUriServ.do?uri=OJ:L:2009:211:0036:0054:en:PDF ** საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 31 აგვისტოს №22 დადგენილებით დამტკიცებული "ბუნებრივი გაზის ქსელის წესები"; ** საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილებით დამტკიცებული "ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესები"; ** საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2014 წლის 25 დეკემბრის №33 დადგენილებით დამტკიცებული "ბუნებრივი გაზის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგია"; ** საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 6 მარტის №6 დადგენილებით დამტკიცებული "საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულება". დაინტერესებულმა პირებმა გაგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: mail@gnerc.org დამატებითი ინფორმაცია: კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირებმა, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, უნდა ატვირთონ და გამოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია: ** უმაღლესი განათლებისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, აღიარებული განათლების სამინისტროს მიერ. ** სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი. ** სამოტივაციო წერილი (განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა წარმოდგენილი სამოტივაციო წერილის შინაარსს, პროფესიულ უნარ-ჩვევებსა და გამოცდილებას). წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი ვერ გადავა კონკურსის გასაუბრების ეტაპზე.


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 25/03/2020
ბოლო ვადა: 01/04/2020

მსგავსი ვაკანსიები: