გაყიდვების მრჩეველი რეგიონებში

პროსპექტი 1

გაყიდვების საკონსულტაციო და აუთსორსინგ კომპანია “პროსპექტი” პანდემიის მიუხედავად იზრდება და აგრძელებს განვითარებას. ჩვენი კომპანია ოპერირებს 2 ძირითადი მიმართულებით: 

1) გაყიდვების საკონსულტაციო სერვისები/პროდუქტები სხვადასხვა ბიზნეს სექტორში 

2) უძრავი ქონების გაყიდვების აუთსორსინგი

 

ამჟამად “პროსპექტი” აფართოვებს უძრავი ქონების გაყიდვების აუთსორსინგ ქსელს და შესაბამისად გვინდა გუნდში გვყავდეს ისეთი ადამიანები, 

რომლებსაც აქვთ გაყიდვებში მუშაობის და შემოსავლის მიღების სურვილი/მოტივაცია. 

 

პოზიციის დასახელება - გაყიდვების მრჩეველი (რეგიონი)ქუთაისი, ზუგდიდი, ბათუმი, რუსთავი, გორი, თელავი.​

 

სამუშაოს აღწერა და პროცესი: 

  • ჩვენ მოვახდენთ თქვენს გადამზადებას და ჩავატარებთ ტრეინინგებს
  • ჩვენ განვახორციელებთ კონკრეტული ლიდების გენერირებას თქვენს ლოკაციაზე 
  • ჩვენ გაგიზიარებთ დაინტერესებული პოტენციური კლიენტების საკონტაქტო ინფორმაციას 
  • თქვენ უნდა განახორციელოთ კლიენტებთან სატელეფონო კომუნიკაცია
  • თქვენ უნდა შეხვდეთ კლიენტებს და გაიგოთ ზუსტად მათი სურვილები და მიზნები 
  • უნდა შესთავაზოთ “პროსპექტის” პორტფელში არსებული პროდუქტები 
  • თქვენ უნდა გაყიდოთ პროდუქტი
  • ჩვენ გადაგიხდით სამართლიან საკომისიოს თითოეული გაყიდული უძრავი ქონებიდან 

 

როგორ ან რა გამოცდილების მქონე ადამიანებს ვეძებთ:  

  • თუ გამოცდილება არ გაქვთ, ჩვენთვის ეს მაინც მისაღებია
  • თქვენ უნდა გქონდეთ მუშაობის სურვილი და მოტივაცია 
  • თუ პოზიტიურად და ოპტიმისტურად უყურებთ სამყაროს, ამ შემთხვევაში მოგვწერეთ 
  • 3 დიპლომი და 4 უცხო ენა არ მოგეთხოვებათ 
  • თუ დილთ ადრე ადგომა გიჭირთ და  ყველაფერს გარშემომყოფებს აბრალებთ ამ საქმიდან არაფერი გამოვა, არ მოგვწეროთ :) 

 

კომპანია “პროსპექტის” ბიზნეს მოდელი მთლიანად აგებულია საკომისიოებზე, შესაბამისად აღნიშნული პოზიციაც ითვალისწინებს ანაზღაურების გამომუშავებით მიღებას. 

 

გთხოვთ დაინტერესების შემთხვევაში გადადით აღნიშნულ ბმულზე (https://forms.gle/c5v7WzRVjmSvF9C16)  და შეავსეთ შესაბამისი ფორმა. CV-ს გამოგზავნა არ არის საჭირო, შესაბამისად არ არის მითითებული ელ. ფოსტა. შეკითხვები თუ გექნებათ, მოგვწერეთ მესენჯერში. 

 

დეტალური ინფორმაცია ჩვენი კომპანიის შესახებ იხილეთ: www.prospect.ge https://www.facebook.com/prospectsales 

იხილეთ ჩვენი პოდკასტები გაყიდვებზე - https://soundcloud.com/prospect-sales


სრული განაკვეთი
ქუთაისი ,  ზუგდიდი ,  ბათუმი ,  რუსთავი ,  გორი ,  თელავი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 26/11/2020
ბოლო ვადა: 24/12/2020

მსგავსი ვაკანსიები: