გაყიდვების სუპერვაიზერი

სადისტრიბუციო კომპანია

სადისტრიბუციო კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების სუპერვაიზერის პოზიციაზე თბილისში:

 

ძირითადი მოვალეობები;

  • ტერიტორიის მუდმივი მონიტორინგი და არსებული ბაზის მუდმივი განახლების უზრუნველყოფა;
  • სავაჭრო ობიექტების გეგმაზომიერად გადანაწილება სავაჭრო აგენტების მიხედვით და ყოველდღიური ტურების სწორად დაგეგმვა;
  • გუნდის შიგნით პროდუქციის ჩატვირთვის და ნაშთის უკან დაბრუნების პროცედურის უზრუნველყოფა, მოცემული სტანდარტების მიხედვით;
  • გაყიდვების პროცესის ორგანიზება და წარმოება:
  • არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან კონტაქტის დამყარება, მოლაპარაკება და შეკვეთების მიღება;
  • არსებული სავაჭრო წერტილების ოპტიმალური ათვისება და  პარტნიორი ობიექტების მაჩვენებლების მუდმივ ზრდაზე ზრუნვა.
  • პროდუქციის დროულად  მიწოდების კონტროლი;
  • გაყიდების მაჩვენებლების მუდმივი ანალიზი და ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან,
  • კლიენტების ფინანსური დისციპლინირება არსებული რეალიზაციის დოკუმენტაციის /ხელშეკრულების შესაბამისად;
  • კლიენტებისთვის მიწოდებული საქონლის ღირებულების თანხების ამოღების კონტროლი, უშუალოდ თანხების ამოღება, თანხების დროულად შეტანით ბანკში  და სხვა.

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • გაყიდვებში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება გამოცდილება (FMCG მიმართულება)
  • ინგლისური და რუსული ენების საბაზისო ცოდნა;
  • სალარო აპარატისა და ე.წ „პოკეტის“ მოხმარების წესების ცოდნა;
  • MS Office საბაზისო ცოდნა;
  • მართვის მოწმობა;
  • პირადი ავტომანქანა;

 

პიროვნული თვისებები:

  • შრომისმოყვარეობა და საქმისადმი მაღალი პასუხისმგებლობა;
  • მოლაპარაკებების უნარი;
  • კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • ახალი ტექნოლოგიების მარტივად ათვისების უნარი;
  • პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი.

 

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე:      vacancyv6@gmail.com 

Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

 


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 18/04/2021
ბოლო ვადა: 02/05/2021

მსგავსი ვაკანსიები: