გაყიდვების სამსახურის უფროსი სპეციალისტი

საქართველოს მელიორაცია

შპს „საქართველოს მელიორაცია“ აცხადებს ვაკანსიას კომერციის დეპარტამენტის გაყიდვების სამსახურში უფროსი სპეციალისტის  თანამდებობაზე 

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 

  • ბილინგის სისტემის გაუმჯობესებაზე მუდმივი მუშაობა;  
  • სერვის-ცენტრებიდან ანგარიშების მიღება, ანალიზი და საჭიროებისამებრ ცვლილებების ინიცირება; 
  • მომხმარებლებისათვის თანხის სწორად და დროულად დარიცხვის, ბაზების სრულყოფისა და მათთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაცია; 
  • სერვის-ცენტრების ოპერატორების კოორდინაცია დებიტორების  დავალიანების კონტროლის მიზნით  და კომპეტენციის ფარგლებში სათანადო რეაგირება; 
  • ბილინგში არსებული მონაცემების დამუშავება, შეცდომების აღმოჩენა და აღმოფხვრა,ანალიზის მომზადება; 
  • ტექნიკური ინფორმაციის და ბიზნეს პროცესების ანალიზი; 
  • ბიუჯეტის მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღება; 
  • ინსტრუქციებისა და პროცესების შემუშავებაში მონაწილეობა, სხვადასხვა სახის ანალიტიკური და მმართველობითი ანგარიშების მომზადება მოთხოვნების შესაბამისად; 
  • კომპეტენციის ფარგლებში, კომპანიის სტრუქტურული ქვედანაყოფების, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, იურიდიული და ფიზიკური პირების წერილების/განცხადებების განხილვა და მათზე შესაბამისი რეაგირება; 
  • ხელმძღვანელობისათვის, მოთხოვნისამებრ, სხვადასხვა სახის ანალიტიკური და მმართველობითი ანგარიშების მომზადება. 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, საოპერაციო მართვის ან ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;  
  • ანალიტიკური მიმართულებით მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება; 
  • დიდი ზომის მონაცემთა ბაზასთან მუშაობის გამოცდილება; 
  • ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა; 
  • MS Excel მაღალ დონეზე ცოდნა; კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა; 
  • რუსული და ინგლისური ენების ცოდნა - სასურველია. 

 

სხვა მოთხოვნები: 

  • ანალიტიკური აზროვნების უნარი; 
  • დეტალების მიმართ ყურადღებიანობა; 
  • ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა; 
  • სისხარტე მუშაობაში; 
  • ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი. 

 

სამუშაო პირობები: 

  • სრული განაკვეთი; ორშაბათი-პარასკევი: 09:00სთ-18:00სთ;  
  • გამოსაცდელი ვადა: 3 თვე; 
  • ანაზღაურება: 1,280 ლარი (ხელზე). 

 

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით (3X4) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@ag.ge არაუგვიანეს 26.07.2020.  

წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - “Senior Specialist – Sales”. 

1280 GEL / ყოველთვიური
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 15/07/2020
ბოლო ვადა: 25/07/2020

მსგავსი ვაკანსიები: