LOT.ge
გაყიდვების ოპერატორი წალკაში
საქართველოს ფოსტა
შპს „საქართველოს ფოსტა“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ოპერატორის თანამდებობაზე წალკაში.
ძირითადი მოვალეობები:
- სერვისცენტრის კლიენტებისათვის საფოსტო მომსახურების გაწევა;
- კლიენტებისათვის პროდუქტებზე/მომსახურებაზე ინფორმაციის მიწოდება და მათი საჭიროების ანალიზი და კონსულტაცია;
- არსებული პროდუქტების გაყიდვა;
- კლიენტების მაღალი სტანდარტით მომსახურება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ნებისმიერი პროფილით;
- სასურველია 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება; უპირატესობა მიენიჭება გაყიდვების ან/და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილებას.
- ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
- რუსული და ინგლისური ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე;
- MS პროგრამების ცოდნა;
- მონაცემთა ბაზებში მუშაობის გამოცდილება.
უნარ–ჩვევები:
- სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- მომსახურების ხარისხზე და კლიენტზე ორიენტირებულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- კომუნიკაციის უნარი;
- გამართულად მეტყველება;
- გუნდური მუშაობა;
- მონაცემთა ბაზებში სწრაფად მუშაობის უნარი.
კანდიდატთა შერჩევა:
კანდიდატები გაივლიან შერჩევის რამდენიმე ეტაპს:
- ჯგუფური გასაუბრება ;
- ტესტირება;
- ინდივიდუალური გასაუბრება.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ შეავსოთ კანდიდატის განაცხადის ფორმა და გამოაგზავნოთ რეზიუმესთან (CV) ერთად შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. დავუკავშირდებით მხოლოდ შესაბამის კანდიდატებს, რომლებიც გამოგზავნიან სრულყოფილად შევსებულ განაცხადის ფორმას რეზიუმესთან ერთად.
სრული განაკვეთი
წალკა
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 09/08/2020
ბოლო ვადა: 06/09/2020