გაყიდვების ოპერატორი ასპინძაში

საქართველოს ფოსტა

შპს "საქართველოს ფოსტა" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ოპერატორის თანამდებობაზე ასპინძაში.

 

ძირითადი მოვალეობები:

  •  სერვისცენტრის კლიენტებისათვის საფოსტო მომსახურების გაწევა;
  •  კლიენტებისათვის პროდუქტებზე/მომსახურებაზე ინფორმაციის მიწოდება და მათი საჭიროების ანალიზი და კონსულტაცია;
  •  არსებული პროდუქტების გაყიდვა;
  •  კლიენტების მაღალი სტანდარტით მომსახურება;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  •  უმაღლესი განათლება ნებისმიერი პროფილით;
  •  სასურველია 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება; უპირატესობა მიენიჭება გაყიდვების ან/და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილებას.
  •  ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
  •  რუსული და ინგლისური ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე;
  •  MS პროგრამების ცოდნა;
  •  მონაცემთა ბაზებში მუშაობის გამოცდილება.

 

უნარ-ჩვევები:

  •  სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  •  მომსახურების ხარისხზე და კლიენტზე ორიენტირებულობა;
  •  დეტალებზე ორიენტირებულობა;
  •  კომუნიკაციის უნარი;
  •  გამართულად მეტყველება;
  •  გუნდური მუშაობა;
  •  მონაცემთა ბაზებში სწრაფად მუშაობის უნარი.

 

კანდიდატთა შერჩევა: კანდიდატები გაივლიან შერჩევის რამდენიმე ეტაპს:

  •  ჯგუფური გასაუბრება;
  •  ტესტირება;
  •  ინდივიდუალური გასაუბრება.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ შეავსოთ კანდიდატის განაცხადის ფორმა და გამოაგზავნოთ რეზიუმესთან (CV) ერთად შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge და გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. დავუკავშირდებით მხოლოდ შესაბამის კანდიდატებს, რომლებიც გამოგზავნიან სრულყოფილად შევსებულ განაცხადის ფორმას რეზიუმესთან ერთად.


სრული განაკვეთი
ასპინძა
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 23/08/2020
ბოლო ვადა: 20/09/2020

მსგავსი ვაკანსიები: