გაყიდვების ოპერატორი / ნახევარი განაკვეთი ბათუმში

საქართველოს ფოსტა

შპს „საქართველოს ფოსტა“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ოპერატორის თანამდებობაზე ბათუმის სერვისცენტრში. (ნახევარი განაკვეთი, კვირაში 24 საათი)

სამუშაო გრაფიკი - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 12:00 საათიდან 16:00 საათამდე;

ანაზღაურება - 250 ლარი.

ძირითადი მოვალეობები:

  • სერვისცენტრის მომხმარებლებისათვის საფოსტო მომსახურების გაწევა
  • მომხმარებელთა მოთხოვნის იდენტიფიცირება და შესაბამისი პროცედურული რეაგირება
  • მომხარებლის პროდუქტებსა და მომსახურებაზე ინფორმაციის მიწოდება, არსებული პროდუქტების გაყიდვა
  • მომსახურების მაღალი სტანდარტის დაცვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ნებისმიერი პროფილით
  • სასურველია 3-6 თვიანი სამუშაო გამოცდილება; უპირატესობა მიენიჭება გაყიდვების ან/და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილებას.
  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
  • რუსული და ინგლისური ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე (B2 დონეზე)
  • MS პროგრამების ცოდნა;
  • მონაცემეთა ბაზებში მუშაობის გამოცდილება  

უნარ–ჩვევები:

  • სამუშაოს დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი;
  • ადაპტურობა/მოქნილობა;
  • სიახლის ათვისებისა და თვითგანვითარების უნარი.
  • სხარტი აზროვნების უნარი;
  • ყურადღება დეტალების მიმართ;
  • მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • სტრესულ სიტუაციაში ეფექტურად მუშაობის უნარი.

კანდიდატთა შერჩევა:

კანდიდატები გაივლიან შერჩევის რამდენიმე ეტაპს:

  • ჯგუფური გასაუბრება ;
  • ტესტირება;
  • ინდივიდუალური გასაუბრება;
  • სტაჟირება 2 კვირა.

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ შეავსოთ კანდიდატის განაცხადის ფორმა და გამოაგზავნოთ რეზიუმესთან (CV) ერთად შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

 

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 29.06.2020

250 GEL / ყოველთვიური
ნახევარი განაკვეთი
ბათუმი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 31/05/2020
ბოლო ვადა: 28/06/2020

მსგავსი ვაკანსიები: