გაყიდვების ოპერატორი - რეზერვი

საქართველოს ფოსტა

შპს "საქართველოს ფოსტა" აცხადებს ვაკანსიას სერვისცენტრის გაყიდვების ოპერატორის (რეზერვი) თანამდებობაზე ბათუმში. ძირითადი მოვალეობები: ** სერვისცენტრის კლიენტებისათვის საფოსტო მომსახურების გაწევა; ** კლიენტებისათვის პროდუქტებზე/მომსახურებაზე ინფორმაციის მიწოდება და მათი საჭიროების ანალიზი და კონსულტაცია; ** არსებული პროდუქტების გაყიდვა; ** კლიენტების მაღალი სტანდარტით მომსახურება; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ნებისმიერი პროფილით; ** სასურველია 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება; უპირატესობა მიენიჭება გაყიდვების ან/და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილებას. ** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა; ** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე; ** MS პროგრამების ცოდნა; ** მონაცემთა ბაზებში მუშაობის გამოცდილება. უნარ-ჩვევები: ** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი; ** მომსახურების ხარისხზე და კლიენტზე ორიენტირებულობა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** კომუნიკაციის უნარი; ** გამართულად მეტყველება; ** გუნდური მუშაობა; ** მონაცემთა ბაზებში სწრაფად მუშაობის უნარი. კანდიდატთა შერჩევა: კანდიდატები გაივლიან შერჩევის რამდენიმე ეტაპს: ** ჯგუფური გასაუბრება; ** ტესტირება; ** ინდივიდუალური გასაუბრება. დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ შეავსოთ კანდიდატის განაცხადის ფორმა და გამოაგზავნოთ რეზიუმესთან (CV) ერთად შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge. გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 15/03/2020
ბოლო ვადა: 14/04/2020

მსგავსი ვაკანსიები: