გაყიდვების ოფისის დიასახლისი ბათუმში

Alliance Group

თავდაპირველად გაგეცნობით: "ალიანს ჯგუფი" გახლავთ ერთ-ერთი წამყვანი სამშენებლო-დეველოპერული კომპანია,  რომლის განხორციელებული და მიმდინარე პროექტები პრემიუმ კლასის, კომფორტული, კლიენტებისთვის და ქვეყნისთვის ეკონომიკურად მომგებიანი საცხოვრებელი კომპლექსებია, რომელიც აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს, როგორც მშენებლობისა და გამოყენებული მასალების ხარისხით, ასევე კომპლექსებში განთავსებული მომსახურებითა და ინფრასტრუქტურით. რეგიონის დეველოპერულ ბაზარზე პირველად "ალიანს ჯგუფმა" საკუთარ პროექტებში მსოფლიოში აღიარებული სასტუმრო ბრენდები - ამერიკული "ქორთიარდ ბაი მარიოტი" (Courtyard By Marriott), ასევე ამერიკული "ვინდემ გარდენი" (Wyndham Garden), "რამადა" (Ramada) და საქართველოში რიგით მერვე "მარიოტი" (Marriott) შემოიყვანა. 

 

თუ გსურს შემოუერთდე „ალიანს ჯგუფის“ გუნდს, გაეცანი ვაკანსიის აღწერილობას  „გაყიდვების ოფისის დიასახლისის“ პოზიციაზე, ბათუმში. 

 

გვსურს: 

  • გაუმასპინძლდე სტუმრებს (ყავა, ჩაი, წყალი) 
  • დასუფთავებულ ოფისში უზრუნველყო ჰიგიენური გარემოს შენარჩუნება 
  • ფუნქცია-მოვალეობების ფარგლებში გააკონტროლო მარაგები და განახორციელო შეკვეთა 

 

თუ შენ ფლობ: 

  • საშუალო ან პროფესიულ განათლებას 
  • გაქვს გამოცდილება სტუმარ-მასპინძლობის სფეროში (სასურველია) 
  • ფლობ სრულყოფილად ქართულ ენას  
  • და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გაიზიარებ ,,ალიანს ჯგუფის“ ღირებულებებს 

 

 არ დააყოვნო: გამოგვიგზავნე რეზიუმე 2020 წლის 15 ნოემბრის ჩათვლით  

 

ჩვენ გთავაზობთ: 

  •  ანაზღაურება  (600 ლარი) 
  •  სამუშაო გრაფიკის 10:00 - 19:00 სთ-მდე 
  •  კორპორატიულ ნომერს 
  •  ჯანმრთელობის დაზღვევას  

 

კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს: 

  • აპლიკაციების მიღება/გადარჩევა; 
  • გასაუბრება. 

 

სამუშაო პირობები: 

ზემოაღნიშნული ინფორმაცია გამოაგზავნეთ შემდეგ მისამართზე: hr@alliancegroup.ge  

და მიუთითეთ ველში შემდეგი:  „დიასახლისი“. დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ კანდიდატებთან, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიისთვის განკუთვნილ მოთხოვნებს. 

600 GEL / ყოველთვიური
სრული განაკვეთი
ბათუმი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 22/10/2020
ბოლო ვადა: 05/11/2020

მსგავსი ვაკანსიები: