გაყიდვების მენეჯერი ზესტაფონში

ნიუ ვიჟენ დაზღვევა

პოზიცია                      გაყიდვების მენეჯერი

დაქვემდებარება         გაყიდვების  ჯგუფის უფროსი

სამუშაო განაკვეთი     ინდივიდუალური

ადგილმდებარეობა     ზესტაფონი

 

სამუშაოს აღწერილობა

სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზე/გაყიდვა

 

ფუნქცია მოვალეობები:

  • დღის განმავლობაში საჭირო ინფორმაციის დამუშავება
  • პოტენციურ მომხმარებელთან ვიზიტი/კონტაქტი
  • პროდუქტის გაცნობა და მის შესახებ ამომწურავი და სწორი ინფორმაციის მიწოდება პოტენციური მომხმარებლისთვის
  • პროდუქტის გაყიდვა
  • ორგანიზაციის მიერ მიწოდებული მასალების გავრცელება
  • პოტენციური კლიენტების ბაზის სისტემატური განახლება
  • პოტენციური კლიენტების შესახებ ინფორმაციის შეგროვება
  • ანგარიშის წარდგენა განხორციელებული ვიზიტების შესახებ მოთხოვნის შესაბამისად
  • ყოველდღიურად უშუალო ხელმძღვანელთან სამუშაო დღის შედეგების წარდგენა
  • უშუალო ხელმძღვანელისთვის ანგარიშების მომზადება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

აუცილებელი:

  • სრული ან არასრული უმაღლესი განათლება
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
  • გაყიდვების / სადაზღვევო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

 

პიროვნულობა:

  • ყურადღება დეტალების მიმართ
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • დროის ეფექტური გამოყენების უნარი
  • კონფიდენციალობის დაცვის უნარი
  • პრეზენტაბელურობა
  • მაღალი მოტივაციის გრძნობა
  • დარწმუნების და სასურველი შედეგის მიღწევის უნარი

 

 

სადაზღვევო კომპანიის მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ: ეთანხმებით, რომ სს „ნიუ ვიჟენ დაზღვევა“ უფლებამოსილია, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, დასაქმების მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები; ადასტურებთ, რომ იცით თქვენი უფლება, მიიღოთ ინფორმაცია სს „ნიუ ვიჟენ დაზღვევას“ მიერ თქვენს შესახებ დამუშავებულ პერსონალურ მონაცემთა თაობაზე, ასევე, კანონით დადგენილი წესით, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება; ანიჭებთ სს „ნიუ ვიჟენ დაზღვევას“ უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები*, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით**.

* გარდა ნასამართლობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციისა (თუ ის მოთხოვნილი იყო), რაც განადგურდება თქვენი დასაქმების შესახებ დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებისთანავე;

** 1 (ერთი) წლის განმავლობაში, სადაზღვევო კომპანიაში თქვენი დაუსაქმებლობის შემთხვევაში, ამ ვადის გასვლისთანავე, სრულად განადგურდება თქვენს შესახებ მატერიალური ან/და ელექტრონული ფორმით არსებული ყველა ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები.

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, შემდეგ ელ. მისამართზე: Vacancy@nvi.ge .  სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება 

გისურვებთ წარმატებას !


სრული განაკვეთი
ზესტაფონი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 15/07/2020
ბოლო ვადა: 24/07/2020

მსგავსი ვაკანსიები: