LOT.ge
გაყიდვების მენეჯერი
HH Recruitment
HH Recruitment (www.HH.ge) ეძებს კანდიდატს, გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე, ერთ-ერთი წამყვანი სავაჭრო კომპანიისთვის.
ძირითადი მოვალეობები:
- ახალი კლიენტების მოძიება;
- პოტენციურ კლიენტებთან და კომპანიებთან დაკავშირება, პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბება, რელევანტური სიახლეების მოძიება;
- სავაჭრო ცენტრის ფართების გაქირავება. გაქირავების შემდგომ მათი კონტროლი, რათა არ დარჩეს ფართი ცარიელი, დროულად შესრულდეს მოსამზადებელი სამუშაოები და ვადაში გაიხსნას ობიექტი;
- პოტენციური კლიენტების ბაზის წარმოება, რომლებითაც ჩაანაცვლებს არსებულ კლიენტს გასვლის შემთხვევაში;
- სავაჭრო ცენტრის სწორი დაკომპლექტება, მაღაზიის ადგილმდებარეობის ისე შერჩევა, რაც ოპტიმიზაციას გაუკეთებს ხალხის მოძრაობას ცენტრში;
- ისეთი კლიენტების შერჩევა, რომლებიც გრძელვადიან პერიოდში ითანამშრომლებენ სავაჭრო ცენტრთან;
- პროექტის დამუშავება და წარდგენა კლიენტისთვის;
- კლიენტისთვის პრეზენტაციების წარდგენა, მოლაპარაკებების წარმოება მოიჯარეებთან; ხელშეკრულების გაფორმებამდე მოლაპარაკების წარმოება; შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება და მონიტორინგი;
- სავაჭრო ცენტრის შესაძლებლობების სწორი ანალიზი და მისი პრიორიტეტების სწორი გამოყენება გაქირავების პროცესში;
- ბაზარზე არსებული სიტუაციის შესახებ ინფორმაციის მოგროვება და ანალიზი; მაღაზიების პრობლემის ან პროგრესის იდენთიფიცირება; კონკურენტების მუდმივი მონიტორინგი;
- გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი, მისი დასაბუთებულად ახსნა და შესაბამისი პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება;
ძირითადი მოთხოვნები:
- აუცილებელია უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
- მინიმუმ 3-4 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების / ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე;
- აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების ფლობა;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელ.ფოსტაზე - recruitment7@hh.ge
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 29/07/2020
ბოლო ვადა: 05/08/2020