გაყიდვების მენეჯერი

გოფრატარა

მუყაოს ყუთების მწარმოებელი კომპანია შპს,,გოფრატარა" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. 

 

ძირითადი ფუნქციები:

  • მომხმარებლის მოზიდვის მიზნით სტრატეგიის შემუშავება, შეთანხმება და მოზიდვისთვის საჭირო აქტივობების შესრულება;
  • პოტენციური კლიენტის შესახებ ინფორმაციის დამუშავება და ანალიზი, შეხვედრების დაგეგმვა და გაყიდვების მაჩვენებლის გაზრდა;
  • არსებულ კლიენტებთან შეხვედრების წარმოება;
  • პირადი პორტფელის ანალიზი და შესაბამისი ანგარიშგების მომზადება, უშუალო ხელმძღვანელისთვის წარდგენის მიზნით;
  • სახელმწიფო დაწესებულებებთან ურთიერთობის წარმოება; 
  • მომხმარებელთა ბაზის მუდმივი განახლება;
  • გაყიდვებთან დაკავშირებულ, სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობა;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ეკონომიკის/ბიზნესის/მარკეტინგის მიმართულებით;
  • მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით;
  • საოფისე პროგრამებთან მუშაობის ცოდნა და გამოცდილება;
  • აუცილებელია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა (საკომუნიკაციო დონეზე);

 

პიროვნული თვისებები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
  • პრობლემების ანალიზისა და გადაჭრის უნარი;
  • ორგანიზებულობა და დისციპლინა; 
  • პრეზენტაციის წარდგენის უნარი; 
  • ეფექტური კომუნიკაციიას და მოლაპარაკების უნარი; 

 

სამუშაო პირობები:

  • ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, გლდანი 
  • სამუშაო გრაფიკი: სრული (ორშაბათი-პარასკევი, 9:00-18:00)
  • ანაზღაურება - შეთანხმებით გამოცდილებიდან გამომდინარე.

 

თუ გსურთ შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ. მისამართზე: gofratara.ltd@gmail.com

სათაურის  ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.  


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 15/07/2020
ბოლო ვადა: 30/07/2020

მსგავსი ვაკანსიები: