გაყიდვების მენეჯერი

GLOBAL AUTO IMPORT

შპს „GLOBAL AUTO IMPORT“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.

 

კომპანია „GLOBAL AUTO IMPORT“ 2017 წელს დაარსდა და უკვე მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ავტოსატრანსპორტო საშუალებების ამერიკიდან იმპორტის ბაზარზე. ავტოიმპორტს აწარმოებს, როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში, აზერბაიჯანსა და სომხეთში.

 

კომპანიის უპირატესობებია:

  • ყველაზე დაბალი ტარიფი
  • მომსახურების მაღალი ხარისხი
  • გადაზიდვის სისწრაფე
  • წვდომა ამერიკის 9 პორტზე
  • წვდომა დახურულ აუქციონებზე
  • ნებისმიერი პრობლემური საბუთის დამზადება(ექსპორტზე გატანის უფლებით)
  • ავტომობილების დროულად და უსაფრთხოდ ტრანსპორტირება კანადისა და ამერიკის ნებისმიერი შტატიდან ბათუმის ან ფოთის პორტამდე

 

სამუშაო გრაფიკი: 10:00 – 19:00

 

სასურველი უნარები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • ორგანიზებული და დისციპლინირებული
  • ახალი მომხმარებლების მოზიდვა
  • მაღალი სამუშაო მოტივაცია, აქტივობა და ოპერატიულობა
  • შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა
  • ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმართვის უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესად

 

 

მოვალეობები:

  • ავტობაზრის პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაციის დამყარება.
  • მათთვის კომპანიის სერვისის გაცნობა და შეთავაზების გაკეთება.
  • კლიენტებისთვის შესაბამის ონლაინ აუქციონებზე (COPART, IAAI, MANHEIM) ავტომობილების შეძენა.
  • ონლაინ აუქციონზე შეძენილი ავტომანქანების აშშ-დან საქართველოში ტრანსპორტირების პროცესის კონტროლი და კლიენტების ინფორმირება.
  • ხელმძღვანელობის მიერ დაკისრებული მოვალეობების დროულად და ეფექტურად შესრულება.

 

 

ანაზღაურება: ფიქსირებულ ხელფასს + ბონუსი

 

მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

დაინტერესებულ კადნიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე (ფოტოსურათით) მითითებულ მისამართზე: info@glob.ge

(გთხოვთ თემის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება).

 

შერჩეული კანდიდატები გაივლიან 15-დან 30 დღემდე უფასო გადამზადების კურსს.

 

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2020 წლის 15 ნოემბერი

გისურვებთ წარმატებას!


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 09/10/2020
ბოლო ვადა: 23/10/2020

მსგავსი ვაკანსიები: