LOT.ge
გაყიდვების კოორდინატორი
Swiss Capital
სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალ" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კოორდინატორის თანამდებობაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- კლიენტისათვის ავტო, იპოთეკური და სამომხმარებლო სესხის პირობების გაცნობა; პროდუქტის უპირატესობების წარმოჩენა;
- კლიენტისათვის განაცხადის ფორმის შევსება;
- სესხის გაცემის პროგრამაში მუშაობა;
- კლიენტის საკრედიტო ისტორიის გადამოწმება/მონაცემების ამოღება;
- ავტომობილის მდგომარეობის საჯარო ვებ-გვერდებზე გადამოწმება;
- ავტომობილისათვის ფოტოების გადაღება საჭიროებისამებრ;
- საკრედიტო განაცხადის მომზადება და კომიტეტზე წარდგენა;
- სესხის გაცემასთან დაკავშირებული სხვა პროცედურების შესრულება;
- არსებული კლიენტების მომსახურება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- სამუშაო გამოცდილება ავტო-დაკრედიტების / საკრედიტო / გაყიდვების მიმართულებით საბანკო ან/და მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში ჩაითვლება უპირატესობად;
- რუსული ენის საშუალო დონეზე ცოდნა;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.
სხვა მოთხოვნები:
- გამართული მეტყველება;
- ეფექტური გაყიდვების უნარი;
- დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
- დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
- ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა;
- სისხარტე მუშაობაში;
- ემოციური მდგრადობა (გაწონასწორებულობა); კლიენტების მომსახურება თავაზიანად და კეთილგანწყობილად.
სამუშაო პირობები:
- სრული განაკვეთი; ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:30; შაბათი: 10:00-16:00.
- გამოსაცდელი ვადა: 3 თვე.
- ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით (3X4) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@swisscapital.ge არაუგვიანეს 24.03.2020 წ.
წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - “გაყიდვების კოორდინატორი".
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 11/03/2020
ბოლო ვადა: 24/03/2020