გაყიდვების კონსულტანტი/ნახევარი განაკვეთი

Gtex

შპს ,,ჯითექსი“  აცხადებს ვაკანსიას ნახევარ განაკვეთზე მომუშავე გაყიდვების კონსულტანტის  პოზიციაზე.  

კომპანია ,,ჯითექსი“ 13 წელია რაც ბაზარზე არსებობს და აერთიანებს ისეთ საერთაშორისო ბრენდებს, როგორიცაა: OVS, Enzahome, Terranova, English Home, Matalan, Penti.

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • დაეხმაროს მომხმარებელს გადაწყვეტილების მიღებაში;
  • სრულყოფილად იცოდეს მაღაზიაში წარმოდგენილი  პროდუქცია;
  • კომპანიაში არსებული სტანდარტების მიხედვით დაიცვას თაროებზე პროდუქციის განთავსების სტილი;
  • უზრუნველყოს საქონლის საკმარისი როდენობით არსებობა დარბაზში;
  • უზრუნველყოს მაღაზიასა და საწყობში არსებული საქონლის სისუფთავე და სავაჭრო სახის შენარჩუნება;
  • უზრუნველყოს საწყობში საქონლის დალაგება კოდებისა და ზომების მიხედვით;
  • გაითვალისწინოს მომხმარებელთა აზრი პროდუქციასთან/მომსახურებასთნ  დაკავშირებით და  ინფორმაცია მიაწოდოს მენეჯერს;

 

 

ძირითადი მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს განაცხადით დაინტერესებული კანდიდატი:

  • სასურველია მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია  ინგლისური ენის ცოდნა (უცხოელ მომხმარებელთან კომუნიკაციის მიზნით)

 

მნიშვნელოვანია კანდიდატი იყოს იმ ღირებულებების მატარებელი, რასაც იზიარებს კომპანიის გუნდი:

  • ერთმანეთის მხარდაჭერა;
  • ურთიერთპატივისცემა და კეთილგანწყობა;
  • შრომისმოყვარეობა;
  • მიღებული ცოდნის სხვებისთვის გაზიარება;
  • სიახლეებისადმი ღიაობა;
  • იდეების/ინიციატივების  ღიად გაზიარება;
  • მუდმივად განვითარებაზე ზრუნვა.

 

დეტალები ვაკანსიის შესახებ:

  • სამუშაო გრაფიკი:  ნახ. განაკვეთი (დღეში 4 სთ)
  • ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ფილიალის ლოკაციის მიხედვით;
  • სტაჟირების ვადა: 1 კვირა
  • ანაზღაურება: ფიქსირებული

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV  შემდეგ მისამართზე: hr@gtex.ge  არაუგვიანეს 2020 წლის 10  მარტამდე.

გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება ელ-ფოსტის გამოგზავნისას: ,,part time consultant“

 

წარმატებებს გისურვებთთ!


ნახევარი განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 08/03/2020
ბოლო ვადა: 10/03/2020

მსგავსი ვაკანსიები: