გაყიდვების კონსულტანტი ქუთაისში
Gtex
შპს ,,ჯითექსი“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე ქ. ქუთაისში.
კომპანია ,,ჯითექსი“ 13 წელია რაც ბაზარზე არსებობს და აერთიანებს ისეთ საერთაშორისო ბრენდებს, როგორიცაა: Penti, collezione, OVS, Enzahome, Terranova, English Home.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- დაეხმაროს მომხმარებელს გადაწყვეტილების მიღებაში;
- სრულყოფილად იცოდეს მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქცია;
- კომპანიაში არსებული სტანდარტების მიხედვით დაიცვას თაროებზე პროდუქციის განთავსების სტილი;
- უზრუნველყოს საქონლის საკმარისი როდენობით არსებობა დარბაზში;
- უზრუნველყოს მაღაზიასა და საწყობში არსებული საქონლის სისუფთავე და სავაჭრო სახის შენარჩუნება;
- უზრუნველყოს საწყობში საქონლის დალაგება კოდებისა და ზომების მიხედვით;
- გაითვალისწინოს მომხმარებელთა აზრი პროდუქციასთან/მომსახურებასთნ დაკავშირებით და ინფორმაცია მიაწოდოს მენეჯერს;
ძირითადი მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს განაცხადით დაინტერესებული კანდიდატი:
- სასურველია მომსახურების სფეროში (ტექსტილის მიმართულებით) მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია ინგლისური ენის ცოდნა (უცხოელ მომხმარებელთან კომუნიკაციის მიზნით)
მნიშვნელოვანია კანდიდატი იყოს იმ ღირებულებების მატარებელი, რასაც იზიარებს კომპანიის გუნდი:
- ერთმანეთის მხარდაჭერა;
- ურთიერთპატივისცემა და კეთილგანწყობა;
- შრომისმოყვარეობა;
- მიღებული ცოდნის სხვებისთვის გაზიარება;
- სიახლეებისადმი ღიაობა;
- იდეების/ინიციატივების ღიად გაზიარება;
- მუდმივად განვითარებაზე ზრუნვა.
დეტალები ვაკანსიის შესახებ:
- სამუშაო გრაფიკი: სრული
- ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისი
- სტაჟირების ვადა: 5 დღე
- ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@gtex.ge არაუგვიანეს 2020 წლის 15 აგვისტო
ელ-ფოსტის გამოგზავნისას სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ შემდეგი დასახელება:: ,,გაყიდვების კონსულტანტი “
წარმატებებს გისურვებთთ!
სრული განაკვეთი
ქუთაისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 31/07/2020
ბოლო ვადა: 15/08/2020