LOT.ge
გაყიდვების კონსულტანტი
ნოვა
სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია “ნოვა” (www.NOVA.ge www.AVZI.ge აცხადებს ვაკანსიას “გაყიდვების კონსულტანტის” პოზიციაზე თბილისში.
მოვალეობები:
- დაიცვას მომსახურების სტანდარტები, უსაფრთხოების ნორმები და კომპანიის შინაგანაწესი;
- გაუწიოს კონსულტაცია მყიდველს საქონლის მახასიათებლების, ასევე საგარანტიო მომსახურების პირობების საკითხებზე;
- ახალი პროდუქციის მიღებისას დახმარება გაუწიოს მენეჯერს დარბაზში საქონლის ეფექტურად განთავსებაში;
- შეამოწმოს და უზრუნველყოს მაღაზიაში განთავსებულ პროდუქციაზე ფასის ნიშნის არსებობა და სისწორე;
- შეადგინოს რეალიზაციის პირველადი დოკუმენტები;
- გასცეს გაყიდული საქონელი;
- საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილი პროდუქციის დაზიანების შესახებ აცნობოს ადმინისტრაციას;
- მონაწილეობა მიიღოს ინვენტარიზაციაში;
- შეასრულოს უშუალო ხელმძღვანელის ცალკეული სამსახურეობრივი დავალებები.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია);
- კონსულტანტად მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 6 თვე);
- რუსული ენის სალაპარაკო დონეზე ცოდნა (სასურველია);
- საოფისე პროგრამების (Excel, Wor) ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
- კომუნიკაბელურობა;
- თავაზიანობა;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დისციპლინირებულობა;
- პედანტურობა;
- გუნდური მუშაობის უნარი.
სამუშაო გრაფიკი - სრული;
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 10ივნისი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@nova.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება “გაყიდვების კონსულტანტი”.
დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს.
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 19/05/2020
ბოლო ვადა: 10/06/2020