გაყიდვების კონსულტანტი მაღაზიაში

გრანდ ელექტრონიქსი

ტექნიკის მაღაზიათა ქსელი Grand Electronics აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

 

კომპანია დაარსდა 1996 წელს და მას შემდეგ ახდენს ტექნიკის ყველა ასორტიმენტის რეალიზაციას საქართველოს საცალო და საბითუმო ბაზარზე.

2006 წელს კომპანიამ შეიცვალა დასახელება და „Grand Electronics”-ის სახელით პირველი მაღაზია გახსნა სავაჭრო ცენტრ მეგალაინში. შემდგომში დაემატა გლდანის, ვარკეთილისა და „ისთ-ფოინთის“ ფილიალები. კომპანია აწარმოებს იმპორტს ჩინეთიდან და ევროპის ქვეყნებიდან. ხარისხიანი და ფართო ასორტიმენტის პროდუქციით, საუკეთესო ფასებითა და მომსახურების მაღალი ხარისხით „გრანდ ელექტრონიქსი“ ჯანსაღ კონკურენციას უწევს ბაზარზე არსებულ დიდ ბრენდებს.

 

სამუშაო განაკვეთი: სრული

ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი, მინიმალური ანაზღაურება იწყება 500 ლარიდან.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • მაღაზიაში შემოსულ მომხმარებელთან კომუნიკაცია, საჭიროებების დადგენა და შესაბამისი პროდუქციის შეთავაზება;
  • გასაყიდი პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით შესწავლა და ცოდნა;
  • მომხმარებლისათვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა;
  • გაყიდვების პროცესის ხელშეწყობა და პროცესის ყველა ეტაპის მაღალ დონეზე შესრულება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება სასურველია გაყიდვების ან/და მომსახურების სფეროში;

 

პიროვნული თვისებები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარები;
  • ენერგიული და მოტივირებული;
  • პრეზენტაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • მეგობრულ გარემოსა და გუნდს, სადაც შეძლებთ მუდმივ განვითარებასა და პიროვნულ რეალიზაციას;
  • თანამედროვე და მოწესრიგებულ სამუშაო გარემოს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას.

 

ვაკასიით დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად ელ-მისამართზე: hr@grandel.ge გთხოვთ, სათაურის ველში ( Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება გაყიდვების კონსულტანტ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შემოსული განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

 

გისურვებთ წარმატებას!


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 17/09/2020
ბოლო ვადა: 01/10/2020

მსგავსი ვაკანსიები: