გაყიდვების ხელმძღვანელი

აშენდი ტრეიდი

კომპანია აშენდი ტრეიდი“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ხელმძღვანელის პოზიციაზე.

 

სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი

სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00 ( კვირაში 5 დღე)

ანაზღაურება: კვალიფიკაციისა და გასაუბრების მიხედვით

რუსული ენის ცოდნა აუცილებელია.

 

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება
  • ენების ცოდნა: ქართული (მშობლიური), ინგლისური (სავალდებულოა სრულყოფილი ცოდნის დონე), რუსული (სავალდებულოა სრულყოფილი ცოდნის დონე)
  • მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში ( აკუმულატორების, ჰიდროიზოლაციის სფეროში)
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა.

 

მოვალეობები:

  • ბაზრის შესწავლა, კონკურენტების ანალიზი და არსებული ტენდენციების  რეგულარული დადგენა, მათი გათვალისწინება დაგეგმარების პროცესებში;
  • სტრატეგიული მიზნების შესაბამისად, გაყიდვებისა  და მომგებიანობის დადგენილი მიზნობრივი მაჩვენებლების მიღწევის უზრუნველყოფა, მისი კომპეტენციის ფარგლებში;
  • პროდუქტის განვითარების, გაყიდვების, მარკეტინგული სტიმულირების, კომერციული შესყიდვებისა და მარაგების მართვის სტრატეგიების და შესაბამისი სამოქმედო გეგმების  შემუშავება და განხორციელების უზრუნველყოფა;
  • კომპანიის მნიშვნელოვან კლიენტებთან კომპლექსური მოლაპარაკებების წარმოება, მათთან გრძელვადიანი ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების ჩამოყალიბება და შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა;
  • განვითარების სხვადასხვა ახალი პროექტების ინიცირება, დამუშავება, შეთანხმება და განხორცილება;
  • გაყიდვებისა და მარჟების მიზნობრივი მაჩვენებლების დაგეგმვისა და მათი შესრულების კონტროლისთვის აუცილებელი ანგარიშგების, ანალიზის და კონტროლის სისტემის შექმნა/დანერგვა და მათი ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
  • კომპანიის მიზნებიდან გამომდინარე, სხვა შესაბამისი საქმიანობების განხორციელება;

 

პიროვნული უნარები და მახასიათებლები:

  • ზოგადი სტრატეგიული ხედვის და დაგეგმვის უნარი; 
  • მიზანმიმართული და დასახული მიზნების შესრულებაზე ორიენტირებული;
  • ლიდერობის, მართვის და ორგანიზების უნარები;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გაყიდვების მაღალ დონეზე განვითარებული უნარები;
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • თვითმოტივაციის და თანამშრომლების მოტივირების უნარი;
  • შედეგზე ორიენტირებულობა და ყურადღებიანობა დეტალების მიმართ;
  • კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • შედეგზე ორიენტირებული მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის და სტრესულ სიტუაციებში ეფექტურად მუშაობის უნარი;

 

დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით ელ.მისამართზე: hr@ashendi.com, აუცილებლად მიუთითწთ subject-ში „გაყიდვების ხელმძღვანელი“.

გისურვებთ წარმატებას!


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 08/03/2020
ბოლო ვადა: 31/03/2020

მსგავსი ვაკანსიები: