გაყიდვების გერმანულენოვანი წარმომადგენელი

Envirotech

საერთაშორისო კომპანია Envirotech-ის ქართული ფილიალი აცხადებს ვაკანსიას  გაყიდვების გერმანულენოვანი წარმომადგენლის პოზიციაზე.

Envirotech საერთაშორისო კომპანიაა, რომლის ფილიალი საქართველოში ოთხ წელიწადზე მეტია, რაც ფუნქციონირებს. ქართული ფილიალის გახსნისას ჩვენი ამოცანა ქვეყანაში დინამიური, მაღალანაზღაურებადი და პროფესიონალური სამუშაო გარემოს შექმნა იყო და უკვე თამამად შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ წარმატებით მივაღწიეთ ამ მიზანს. კომპანიის ოპერაციული არეალი მოიცავს ონლაინ გაყიდვებისა და მარკეტინგის მიმართულებებს.

ამჟამად, ვეძებთ თანამშრომელს ჩვენი ქოლ-ცენტრის გერმანულენოვანი განყოფილებისათვის, რომლის მთავარი ამოცანაც კომპანიის გერმანულენოვან კლიენტებთან კომუნიკაციის წარმოება და ჩვენი მომსახურებით დაინტერესებაა.

 

მოთხოვნები:

  • გერმანული ენის მაღალი დონე;
  • გაყიდვების წარმოების, კომუნიკაციის დამყარებისა და მოლაპარაკების წარმართვის უნარები;
  • დროის მართვისა და ორგანიზების უნარები;
  • შედეგებზე ორიენტირებული მიდგომა;
  • სხვა უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა არ არის სავალდებულო;
  • სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა არ არის სავალდებულო;

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • მაღალ ხელფასსა და ბონუსებს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • საუკეთესო სამუშაო გარემოს თბილისის ცენტრში;
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
  • დარგის სპეციალისტების მიერ ჩატარებულ ტრენინგებს;
  • მრავალფეროვან ღონისძიებებს და აქტივობებს, მოგზაურობასა და კორპორატიულ წვეულებებს;

 

სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი სამუშაო საათები: 12:00-დან 21:00-მდე (ამ დროშივე შედის ერთსაათიანი შესვენება) საბაზისო ხელფასი: 1500 ლარი (ხელზე ასაღები)   ბონუსები: 2500-დან 7000 ლარამდე

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr-envirotech@envirotech.ge  და სათაურის ველში ჩაწერეთ „გაყიდვების გერმანულენოვანი წარმომადგენლი“.

 

1500 GEL / ყოველთვიური
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 11/03/2020
ბოლო ვადა: 08/04/2020

მსგავსი ვაკანსიები: