გაყიდვების აგენტი
ტვ სარფი
დასახელება: გაყიდვების აგენტი
მომწოდებელი: „აიეტი“
ჩვენ, სამაუწყებლო სატრანზიტო ქსელის ოპერატორი „ტვ სარფი“, ვართ ერთერთი წამყვანი საკაბელო ტელევიზია საქართველოს ტერიტორიაზე.
შპს „ტვ სარფი“ სატელევიზიო მომსახურების სფეროში მაუწყებლობს „აიეტის“ ბრენდით.
„ტვ სარფი“-ს მიზანია იყოს ყველაზე ხელმისაწვდომი საკაბელო ტელევიზიის ოპერატორი საქართველოში,
ტერიტორიის სრული დაფარვით, მაღალი ხარისხის ჩვენებით და სატელევიზიო არხების ყველაზე მრავალფეროვანი არჩევანით.
განათლება:
- უმაღლესი ან სტუდენტი; სასურველია მარკეტინგის სპეციალობა.
სამუშაო გამოცდილება:
- სასურველია, კანდიდატს გააჩნდეს მომსახურების ან გაყიდვების სფეროში სამუშაო გამოცდილება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ქართულ ენაზე გამართულად კომუნიკაციის უნარი;
- პრეზენტაციის წარდგენის უნარი;
- რუსული ანდა ინგლისური ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
ძირითადი მოვალეობები:
- ინფორმაციული მარკეტინგი;
- „ტვ სარფი“-ის პროდუქტის შეთავაზება პოტენციური კლიენტებისთვის;
- გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა;
- სარეკლამო ფლაერების დარიგება;
- ყოველდღიური ვიზიტების განხორციელება მოწოდებულ მისამართებზე.
ცოდნა და უნარები:
- ეფექტური გაყიდვების წარმოების უნარი;
- დროის ეფექტური მართვის უნარი;
- დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი
- ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
- ენერგიულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
რას მიიღებთ კომპანიისგან:
- მოსახერხებელ სამუშაო გარემოს;
- თავისუფალ სამუშაო გრაფიკს;
- პიროვნული უნარ–ჩვევების განვითარების საშუალებას;
- ფიქსირებულ და ბონუსურ სახელფასოს სისტემას;
- გუნდურ, მეგობრულ, წარმატებაზე და საერთო ინტერესებზე დაფუძნებულ სამუშაო ჯგუფს.
სამუშაო გრაფიკი:
- თავისუფალი (ძირითადად საღამოს საათები).
ანაზღაურება: განისაზღვრება სამუშაო შედეგების მიხედვით/წინასწარ შედგენილი სქემით.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 20 დეკემბრამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@tvsarpi.ge
სათაურის ველში მიუთითეთ იმ თანამდებობის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.
გისურვებთ წარმატებებს!
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 22/10/2020
ბოლო ვადა: 05/11/2020