გარე გაყიდვების მენეჯერი

ფოლადის სახლი

კომპანია „ფოლადის სახლი”,  ლითონის და სხვა სამშენებლო მასალების ერთ ერთი მსხვილი დისტრიბუტორი კომპანია, აცხადებს ვაკანსიას გარე გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.

 

გარე გაყიდვების მენეჯერის ძირითადი მოვალეობაა:

  • სამშენებლო ობიექტებზე სიარული კონკრეტული უბნის ან/და რეგიონის მასშტაბით
  • მენეჯერისთვის მიკუთვნებულ ტერიტორიაზე ყველა ტიპის მშენებლობის აღრიცხვა
  • ყოველდღიურად ახალი ობიექტის მოძიება, კომუნიკაცია და   ბაზაში აღრიცხვა
  • ახლად მოძიებული კლიენტისთვის  შეთავაზების მომზადება
  • ყველა არსებული თუ პოტენციური მომხმარებლის პროექტების მოკითხვა - მოძიება და დათვლა
  • ყოველდღიურ რეჟიმში არსებულ  და ახალ კომპანიებთან რეგულარული შეთავაზებების გაკეთება
  • კლიენტებისგან შეკვეთის მიღება როგორც ტელეფონით ასევე ობიექტზე და  ადგილზე მისვლის შემთხვევაში
  • კონკურენტების კვლევა და კონკურენტუნარიანი წინადადებების მომზადება გაყიდვების ხელმძღვანელთან შეთანხმებით.
  • ყოველდღიური რეპორტინგი
  • თვიური გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებლობა                                          

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • აუცილებელია გაყიდვების სფეროში არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
  • მართვის მოწმობა B კატეგორია (სავალდებულო)
  • რუსული და ინგლისური ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

 

პიროვნული უნარები:

  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • სამუშაოს დაგეგმვის და წარმოების უნარი;
  • კრიტიკულ სიტუაციაში გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • პრობლემების დამოუკიდებლად მოგვარების უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

 

ჩვენ გთავაზობთ საინტერესო სამუშაოსა და კონკურენტუნარიან ანაზღაურებას (როგორც ფიქსირებული, ასევე საბონუსე სისტემა). 

 

დამატებითი ბენეფიტები:

  • კვება
  • ტრანსპორტირება
  • სატელეფონო ლიმიტი

 

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი: თბილისი, თბილისი, ივ. იუმაშევის ჩიხი # 14, რკინიგზის სადგურ "ლილო"-ს მიმდებარედ.
  • სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე.  

გთხოვთ, დაინტერესებულმა აპლიკანტებმა, თქვენი რეზიუმე, გამოგვიგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@poladissakhli.ge. თემის ველში (Subject line) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: გარე გაყიდვების მენეჯერი.

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

კომპანია „ფოლადის სახლის“ შესახებ სრული ინფორმაციის სანახავად, გთხოვთ, ესტუმროთ ვებ-გვერდს: www.poladissakhli.ge


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 08/10/2020
ბოლო ვადა: 22/10/2020

მსგავსი ვაკანსიები: