გარე გაყიდვების კოორდინატორი თბილისსა და ქუთაისში

ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია კრისტალი

ინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას გარე გაყიდვების კოორდინატორის პოზიციაზე.

 

სამუშაო ადგილი: თბილისი/ ქუთაისი                  

სამუშაო განაკვეთი: სრული

,,კრისტალი" ქვეყანაში წამყვანი ფინანსური ჩართულობის კომპანია და არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც საქართველოს მასშტაბით მართავს 345 მლნ ლარის მოცულობის სასესხო პორთფელს, დასაქმებული ყავს 1,000-ზე მეტი თანამშრომელი, ოპერირებს 50-მდე ფილიალით და ემსახურება 100,000-ზე მეტ მომხმარებელს.

 

"კრისტალი" გთავაზობთ:

  • პიროვნულ და პროფესიულ ზრდას;
  • მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;
  • საუკეთესო სამუშაო პირობებს.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • გუნდის შექმნასა და დაკომპლექტებაში აქტიური ჩართულობა (შერჩევის, გადაადგილების პროცესის წარმართვა);
  • დაქვემდებარებული გუნდის ხელმძღვანელობა, გუნდის მიერ განსახორციელებელი სამუშაოს დაგეგმვა, განაწილება, შესრულების მონიტორინგი და შესაბამისი უკუკავშირების მიწოდება;
  • გუნდის წევრების მოტივაციასა და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა

ძირითადი მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება ფინანსების,  ბიზნეს ადმინისტრირების ან მარკეტინგის მიმართულებით;
  • საფინანსო სექტორში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინ. 1- წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word/Excel/Powerpoint); 
  • ინგლისური/ რუსული ენის ცოდნა სასურველია;
  • გუნდის მართვის უნარი;
  • დეტალებზე და შედეგებზე ორიენტირებული;
  • გაყიდვების უნარი;
  • გადაწყვეტილების მიღების უნარი.

 

 

დაინტერესებულ პირებს 2021 წლის 25 მაისს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@crystal.ge.

გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიცია „გარე გაყიდვების კოორდინატორი -  ქალაქი (ქუთაისი/ თბილისი)”.

მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან გამოძახებული შემდგომ ეტაპზე.


სრული განაკვეთი
თბილისი ,  ქუთაისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 15/05/2021
ბოლო ვადა: 29/05/2021

მსგავსი ვაკანსიები: