გარე გაყიდვების აგენტი

სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯია

სს "სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას გარე გაყიდვების აგენტის  პოზიციაზე.

სს "სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯია"  არის საქართველოში  ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და მზარდი კომპანია სადაზღვევო ბაზარზე.  ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ ჩვენს გუნდზე და ვამაყობთ იმით,  რომ ის ძლიერი და მეგობრული პროფესიონალებით არის დაკომპლექტებული. კომპანია გთავაზობთ კარიერული  წინსვლისა და საკუთარი პოტენციალის გამომჟღავნებისთვის საუკეთესო გარემოს.

 

ანაზღაურება: ფიქსირებული  + ბონუსი გაყიდვებიდან.

სამუშაო ადგილი: გლდანი, თემქა, მუხიანის ტერიტორია                                                                    

სამუშაო გრაფიკი : თავისუფალი (სამუშაოს შესრულება შესაძლებელია სახლიდან გაუსვლელად)

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
  • მეგობრულ, ახალგაზრდა და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდში მუშაობის შესაძლებლობას;
  • თეორიულ და პრაქტიკულ ტრენინგებს როგორც გაყიდვების ასევე სადაზღვევო პროდუქტების მიმართულებით;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარების განვითარებას;
  • პრეზენტაციის ჩატარების და საქმიანი მიმოწერის უნარების განვითარებას;
  • საინტერესო და პერსპექტიულ სამუშაოს;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სრული ან არასრული უმაღლესი განათლება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა (Windows, MS Office და E-Mail)  - სავალდებულოა;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა - სასურველია;
  • გაყიდვების / სადაზღვევო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

 

ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:

  • მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარება;
  • სატელეფონო გაყიდვების განხორციელება;
  • შეხვედრის ორგანიზება, მოლაპარაკება და სადაზღვევო პროდუქტის გაყიდვისთვის საჭირო დოკუმენტაციის შეგროვება, საცალო სადაზღვევო პროდუქტების მომხმარებლისათვის შეთავაზება და რეალიზება;
  • არსებული პორტფელის ფარგლებში მომხმარებლების მომსახურება;
  • დაზღვევისათვის საჭირო დოკუმენტაციაზე მუშაობა;
  • უშუალო ხელმძრვანელთან ანგარიშების მომზადება.  

პიროვნული მახასიათებლები:

  • კომუნიკაბელობა და განსხვავებული ტიპის ადამიანებთან კომუნიკაციის უნარი;
  • არაკონფლიქტურობა;
  • თვითპრეზენტირების უნარი;
  • მაღალი სამუშაო მოტივაცია და აქტივობა; 
  • პუნქტუალურობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე.

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი სრულყოფილი  CV ელექტრონულ მისამართზე: career@euroins.ge და საგანში (subject) მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "გარე გაყიდვების აგენტი". 

ხადებები მიიღება 2020 წლის 20 მარტამდე.

 


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 08/03/2020
ბოლო ვადა: 20/03/2020

მსგავსი ვაკანსიები: