გამოცდილი სესხის ოფიცერი ქვემო იმერეთის რეგიონში

კრედო ბანკი

სს "კრედო ბანკი" აცხადებს ვაკანსიას გამოცდილი სესხის ოფიცრის პოზიციაზე ქვემო იმერეთის რეგიონში.

„კრედო  ბანკი“ 20 წლიანი  ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია  უწყვეტი სერვისებით საქართველოს 11 რეგიონში, 72 ფილიალით არის წარმოდგენილი. ჩვენს გუნდში მოხვედრა ბანკისთვის ასეთ მნიშვნელოვან დროს, შენი კარიერული წარმატების საწინდარია.

თანამშრომლებზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია.

ახალ კრედოელებს ვთავაზობთ  პროფესიონალ გუნდთან ერთად, მეგობრულ სამუშაო გარემოში განვითარების  შესაძლებლობას და ბენეფიტებს:

  • დაზღვევა;
  • ტრენინგები;
  • მასტერკლასები;
  • ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა - სავარჯიშო დარბაზის/საცურაო აუზის დაფინანსება;
  • კორპორატიული ღონისძიებები;
  • მობილური ტელეფონის შეძენის ლიმიტი, 200 $;
  • საჭირო რაოდენობის საწვავი;
  • მანქანის ცვეთის ხარჯები.

 

გუნდში ვეძებთ მოტივირებულ, განვითარებაზე ორიენტირებულ, პოზიტიურ კანდიდატს. გვაჩვენე მოტივაცია, გაიარე შერჩევის ეტაპები, იყავი წარმატებული შენს საქმეში და გახდი პროფესიონალი საბანკო ინდუსტრიაში.  #გახდიკრედოელი

 

სამუშაო აღწერილობა:

  • კლიენტების მოზიდვა;
  • სასესხო განცხადებების ანალიზი და კლიენტების ბიზნესის შეფასება;
  • საკრედიტო კომიტეტისათვის კლიენტების შესახებ რეკომენდაციის მიცემა;
  • საკრედიტო კომიტეტის დადასტურების შემთხვევაში სესხის გაცემის უზრუნველყოფა;
  • სესხის გადახდის პროცესის მონიტორინგი;
  • ვადაგადაცილებული გადახდების მართვა;
  • ფილიალის მენეჯერის დახმარება სხვა დავალებების შესრულებაში.

 

ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარი:

  • სასურველია უმაღლესი განათლება;
  • მინიმუმ 6-თვიანი სამუშაო გამოცდილება სესხის ოფიცრის პოზიციაზე;
  • აუცილებელია MS Office საბაზისო დონეზე ცოდნა;
  • აუცილებელია მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილი;
  • მნიშვნელოვანია ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ძლიერი თვითმოტივაცია და წარმატების მიღწევის სურვილი;
  • ძირითადი ბიზნეს პრინციპებისა  ცოდნა.

 

 

თუ დაინტერესდი, გამოგზავნეთ CV, გაიარე შერჩევა და შემოუერთდი ჩვენს მეგობრულ გუნდს.  #გახდიკრედოელი

CV გამოგვიგზავნე მეილზე: cv@credo.ge ან შეავსეთ აპლიკაცია და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება  სესხის ოფიცერი …

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერე კრედო კარიერის Facebook-ზე

 

განცხადების მიღების ვადა: 2020 წლის 22 მაისი

#გახდიკრედოელი

 

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

 


სრული განაკვეთი
ვანი ,  ქუთაისი ,  სამტრედია ,  ხონი ,  წყალტუბო ,  ბაღდათი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 09/05/2020
ბოლო ვადა: 23/05/2020

მსგავსი ვაკანსიები: