ღამის ცვლის მოლარე/ოქროს ექსპერტ-შემფასებელი

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გირო კრედიტი

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გირო კრედიტი აცხადებს ვაკანსიას ღამის ცვლის მოლარე/ოქროს ექსპერტ-შემფასებელის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი

ანაზღაურება განისაზღვრება კვალიფიკაციიდან გამომდინარე 700 ლარიდან ზემოთ (ხელზე ასაღები), + ბონუსი და  სამედიცინო დაზღვევა.

 

სამუშაო პირობები:

  • თანამშრომელი 2 სრული დღე ისვენებს, 1 სრული დღე (24 საათი) მუშაობს.
  • დღის შესვენება 1 საათი,  ღამის შესვენება 3 საათი.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • ნაღდ ფულთან მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • ოქროს (ბრილიანტის) შეფასების ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
  • რუსული და ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;

 

ძირითადი მოვალეობები:

  • ფულადი სახსრების მართვა და კონტროლი სალაროში;
  • ოქროს, ბრილიანტის შეფასება და ხელშეკრულებების გაფორმება;
  • ვალუტის კონვერტაციის ოპერაციების წარმოება;
  • სწრაფი გზავნილები გაგზავნა/განაღდება;
  • მოპოვებული ინფორმაციის და დოკუმენტაციის სწორად და სრულყოფილად აღრიცხვის, დამუშავების და შენახვის უზრუნველყოფა;
  • კლიენტის ხარისხიანი, სწრაფი და კვალიფიციური მომსახურება;
  • კლიენტთან თავაზიანი, კეთილგანწყობილი დამოკიდებულების დამყარება;

 

პიროვნული უნარები:

  • ღამის ცვლაში მუშაობის უნარი;
  • სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
  • შრომისმოყვარე, ენერგიული, მიზანსწრაფული;
  • პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე;

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, 2020 წლის  31 ოქტომბრის ჩათვლით გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: vacancy@girocredit.ge და საგანში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება ხდება ვაკანსიის ვადის ამოწურვამდეც!

დამატებითი ინფორმაცია ჩვენი ორგანიზაციის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდებზე: http://www.girocredit.ge/

700 GEL / ყოველთვიური
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 01/10/2020
ბოლო ვადა: 15/10/2020

მსგავსი ვაკანსიები: