ღამის ცვლის კონსულტანტი/მოლარე

ევროპროდუქტი

ევროპროდუქტი დაარსდა 2004 წელს და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა კვების პროდუქტების იმპორტი და მათი დისტრიბუცია ქართულ ბაზარზე. იგი ექსკლუზიურად წარმოადგენს საქართველოში ისეთ საერთაშორისო ბრენდებს როგორებიცაა: Valio, Arla, Bayernland, Frico, Elpozo და სხვა, ხოლო 2014 წლის დეკემბრიდან გახსნა საკუთარი მარკეტების ქსელი. დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.europroduct.ge

 

 

ვაკანსიის დასახელება: ღამის ცვლის კონსულტანტი; მოლარე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

სამუშაო გრაფიკი: 22:00-09:00 (ყოველ მეორე ღამე)

ანაზღაურება: 500-550 ლარი (პოზიციის მიხედვით)

სტაჟირება: ანაზღაურებადი (სტაჟირების წარმატებით გავლისა და ოფიციალურად თანამშღომლობის გაფორმების შემთხვევაში).

 

პიროვნული თვისებები:

  • შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
  • კომუნიკაბელურობა და დახვეწილი მეტყველება;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • სხარტი აზროვნება;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • კონფლიქტური სიტუაციების გადალახვის უნარი.
  • დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირების და მუშაობის უნარი.
  • დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;

 

აუცილებელი მოთხოვნები:

  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია) ;
  • პრიორიტეტად ჩაითვლება რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
  • ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • გაუწიოს მომხმარებელს კონსულტაცია პროდუქციის ადგილმდებარეობის, ასორტიმენტისა და ხარისხობრივი მაჩვენებლების შესახებ;
  • მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად მოახდინოს პროდუქტის პრეზენტაცია;
  • მყიდველებს გაუწიოს კვალიფიციური დახმარება პროდუქციის შერჩევასა და გადაწყვეტილების მიღებაში.
  • მიაწოდოს ინფორმაცია მომხმარებელს კომპანიის დამატებითი მომსახურების შესახებ.
  • გაუწიოს მომხმარებელს ეფექტური და თავაზიანი მომსახურება
  • იცნობდეს მაღაზიაში წარმოდგენილ პროდუქტებს სრულყოფილად.
  • ორიენტირებული იყოს მაღაზიაში რეალიზაციის მუდმივ ზრდაზე.
  • მაღაზიის ინტერიერისა და სისუფთავის კონტროლი;
  • ფასების სიზუსტისა და განთავსების კონტროლი მაღაზიაში;
  • მაღაზიაში პროდუქციის დროულად და ეფექტურად განთავსება;
  • მაღაზიაში მომსახურების ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება;
  • მომხმარებელთა მომსახურების არსებული სტანდარტების დაცვა;
  • პროდუქციის შენახვისათვის აუცილებელი ტემპერატურული რეჟიმისა და შენახვის პირობების მუდმივი კონტროლი.
  • მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით უშუალო ხელმძღვანელთან მუდმივი თანამშრომლობა არსებული პრობლემების განხილვისა და ინფორმაციის დროული გაცვლის გზით;

 

გთხოვთ დაინტერესებულმა აპლიკანტებმა CV გამოაგზავნოთ მისამართზე hr@europroduct.ge და "subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!

500 GEL / ყოველთვიური
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 30/05/2020
ბოლო ვადა: 27/06/2020

მსგავსი ვაკანსიები: