ღამის ცვლის ინგლისურენოვანი გაყიდვების წარმომადგენელი

Prohive Sales

Prohive Sales  საერთაშორისო მარკეტინგისა და გაყიდვების კომპანიაა, რომელიც საქართველოში უკვე საკმაოდ წარმატებულად ოპერირებს.

მაღალი ანაზღაურება, ამ სფეროში საუკეთესო ბონუს სისტემა და პოზიტიური სამუშაო გარემო - ესაა ის ძირითადი პირობები, რასაც ჩვენი გუნდის არსებული და ახლად შეძენილი წევრები მუდმივად ასახელებენ ჩვენი კომპანიის მთავარ უპირატესობებად.

ჩვენთან, თითოეულ თანამშრომელს ვეპყრობით ისე, როგორც გუნდის წევრს და არა როგორც დაქირავებულ მუშაკს. ჩვენი თანამშრომლობის შემთხვევაში, თქვენ გექნებათ შესაძლებლობა შეუერთდეთ ერთ - ერთ საუკეთესო  გუნდს და უმაღლეს დონეზე აიყვანოთ თქვენი არსებული თუ ახლად შეძენილი უნარ-ჩვევები გაყიდვებისა და მარკეტინგის სფეროში. 

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • მაღალ ანაზღაურებას +  საუკეთესო ბონუსურ სისტემას
  • წამახალისებელ შეჯიბრებებს ( გამოიმუშავე დამატებით $100-$500 )
  • კომპანიაში დაწინაურების პერსპექტივას
  • ჯანმრთელობის დაზღვევას
  • პროფესიონალ და პოზიტიურ მენეჯმენტს
  • კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებს თბილისსა და უცხოურ ფილიალებში
  • კორპორატიულ წვეულებებს, სხვადასხვა სახალისო აქტივობებს
  • სახლში ტრანსპორტირებას 
  • შეღავათიან სამუშაო გრაფიკს სტუდენტებისათვის

 

თქვენ მოგეთხოვებათ :

  • ინგლისური ენის კარგი ცოდნა
  • მაღალი ანაზღაურების სურვილი
  • მაღალი პასუხისმგებლობის შეგრძნება 
  • კრეატიულობა 
  • შედეგზე ორიენტირებულობა
  • სტრესულ გარემოში მუშაობა

 

პირობები:

  • სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
  • სამუშაო საათები: 17:30-დან 01:00-მდე(7.5 სამუშაო საათი. ამ დროში შედის შესვენება)
  • ხელფასი: 800 - 1,200 ლარი(ხელზე ასაღები)+მაღალი ბონუსები

 

 

თუ გსურთ, რომ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, განავითაროთ და დახვეწოთ თქვენი უნარები და გამოიმუშაოთ იმაზე მეტი, ვიდრე ოდესმე გამოგიმუშავებიათ, გამოგზავნეთ თქვენი CV მეილ მისამართზე:   hr@prohivesales.com  სათაურით "ინგლისურენოვანი გაყიდვების წარმომადგენელი".

 

დადებითი პასუხის შემთხვევაში, დაგიკავშირდებით 3-5 სამუშაო დღის განმავლობაში. 

 

გისურვებთ წარმატებებს.

800 GEL / ყოველთვიური
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 08/03/2020
ბოლო ვადა: 24/03/2020

მსგავსი ვაკანსიები: