გამფუებელი კაბინის, სეზამის და გლეიზერის დანადგარის და საცხობი ღუმელის ოპერატორი

McDonald’s Georgia

მაკდონალდს საქართველო მისი შვილობილი კომპანიისთვის (პურ ფუნთუშეულის საწარმო ხაზისათვის) აცხადებს ვაკანტურ ადგილებს შემდეგ პოზიციებზე:

  • გამფუებელი კაბინის, სეზამის და გლეიზერის დანადგარის და საცხობი ღუმელის ოპერატორი (Proofer/Oven, Seeder , Depanner Operator) –  3 ვაკანტური ადგილი.

 

პოზიციის ფუნქციები:

  • გამფუებელი კაბინიდან სტელაჟების გამოღება, საცხობი ლანგრების მოთავსება სეზამის და გლეიზინგის დანადგარზე.
  • სეზამისა და გლეიზინგის დანადგარიდან საცხობი ლანგრების სტელაჟებზე დალაგება, ღუმელში განთავსება.
  • ღუმელიდან ფუნთუშების გამოღება და საწარმოო ხაზზე განთავსება.

 

პოზიციებისათვის განსაზღვრული საბაზისო მოვალეობები:

  • საწარმოო ხაზის კონკრეტულ სადგურზე მუშაობა დადგენილი წესებისა და სტანდარტების მიხედვით;
  • პროდუქციის წარმოება და ხარისხის სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
  • ყველა სამუშაო ინსტრუქციის, სტანდარტისა და პროცედურების დაცვა და განხორციელება;
  • პროდუქციის ტემპერატურული და სანიტარული ნორმების დაცვა;
  • დანადგარების მოხმარების ინსტრუქციის ცოდნა;
  • სანიტარული პროცესების დაცვა, პურის ქარხანის ტერიტორიაზე სისუფთავის კონტროლი. 
  • პირადი ჰიგიენის წესებისა და სანიტარული ნორმების დაცვა;
  • სადგურზე საჭირო დოკუმენტაციის (Check list) შევსება;
  • სამუშაო ადგილის უსაფრთხოების დაცვა, ხარვეზების არსებობის შემთხვევაში მთავარი ტექნოლოგის ინფორმირება  ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების შესახებ;
  • მონაწილეობის მიღება სხვადასხვა ტრენინგში პროდუქტის გაუმჯობესების, სურსათის უვნებლობასა და პროცედურების კუთხით;
  • HACCP - ის სტანდარტების და მოთხოვნების შესაბამისად მუშაობა;

 

მოთხოვნები:

  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • პრიორიტეტი მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ ავტომატიზირებულ საწარმოო ხაზზე მუშაობის გამოცდილება

 

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი;
  • ადგილმდებარეობა: ლილო

 

ბენეფიტები:

  • ტრანსპორტირების უზრუნველყოფა უახლოეს მეტრო სადგურამდე
  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • ყოველთვიური კვების დანამატი
  • სამოტივაციო პროგრამები
  • სწავლებისა და განვითარების სისტემა
  • სამუშაო შედეგების სისტემა, რომელსაც უკავშირდება საბონუსე სქემა

 

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მეილზე: career@ibh.ge  


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 20/09/2020
ბოლო ვადა: 04/10/2020

მსგავსი ვაკანსიები: